საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.
“არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტად “დაბუსტავს“, გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს. უფრო მეტად სტაბილურს, განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაზე თავად მოისმინეთ ბატონი ბიძინას შეფასება, რომ ოპოზიცია დღეს აღარ არსებობს უკვე, განადგურებულია პრაქტიკულად. არ ისმის ოპოზიციის არცერთი ნორმალური, საღი კრიტიკა,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.