დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონულ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ლიდერებმა დავით მჟავანაძემ და თათია ნიკოლაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გურიაში კრიმინალური ზონდერები და მოჭიდავეები ჩამოიყვანეს.
დავით მჟავანაძე: არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და „ქართული ოცნება“ ცდილობს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებით და ზონდერებით ქართველს ხალხს მოპარონ არჩევნები.
თათია ნიკოლაიშვილი: ბიძინა ივანიშვილი მარცხდება გურიაში. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ვანო ჩხარტიშვილი და ვასილ ჩიგოგიძე ყველანაირად ცდილობენ, კრიმინალურ ზონდერებით და მოჭიდავეებით დააშინონ და იძალადონ ადამიანებზე არჩევნების დღეს. ვიდეოკადრებიც გადაღებულია, რომ ოზურგეთში იყვნენ ძმები გეგეშიძეები ჩამოსული. ყველას კარგად გვახსოვს მათი ქმედებები კოცხელის ინციდენტის დროს.
მინდა, მივმართო გურულებს და საქართველოს მოქალაქეებს ნუ შეეშინდებათ. აიღონ მათგან დარიგეუბლი ფული, ნუ შევლნენ დაპირისპირებაში. მთავარია ადამიანები, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე მათი ხმა იქნება დაცული და მხოლოდ მათ ეცოდინებათ საკუთარი არჩევანის შესახებ.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ცდილობს მალე შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ კომენტარი.
ავტორი