ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ხვალ იხსნება. საქართველოს ნაკრები თამაშებზე 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი – 6 მოციგურავე და 2 მოთხილამურე.
პირველები ასპარეზში მოციგურავეები ჩაერთვებიან. ხვალ მილანში ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრი დაიწყება. მოკლე პროგრამას მოცეკვავეები, ქალები და წყვილები შეასრულებენ. ტურნირი თბილისის დროით 12:55 საათზე დაიწყება.
გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება კი საღამოს, მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.
































































