დავით ქაცარავას პარტია ,,ჩვენ“ და დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის, მოძრაობა ,,რეგიონები საქართველოსთვის“ გაერთიანდნენ. გამართულ ბრიფინგზე ლიდერებმა საქართველოს მოსახლეობას მიმართეს.
,,ჩვენთვის არის დიდი პატივი, რომ პოლიტიკური მოძრაობა ,,რეგიონები საქართველოსთვის“ შემოგვიერთდა. ტარიელ ნაკაიძე საზოგადოებისთვის ცნობილია,როგორც რელიგიურ და ეთნიკურ თემებზე მომუშავე ადამიანი. მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ამ ჩვენი ერთობით ძალიან დიდ, ქვეყნისთვის საჭირო ბრძოლაში ერთად შევდივართ,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.
,,როცა ჩვენ ვქმნიდით მოძრაობა ,,რეგიონებს საქართველოსთვის“ ჩვენი მიზანი იყო ხალხის პრობლემებზე თითოეული არ გაგონილი ხმა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ პარტია ,,ჩვენი“ -ს და ჩვენი ფუნქცია და ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე სრულ თანხვედრაშია. ჩვენი მიზანია ყველა დაჩაგრულის, გულგატეხილისა და იმედგაცრუებული მოქალაქის ხმა იქნას გაგონილი და მათ წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
,,ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით სახელმწიფოსგან მიტოვებული ხალხის ვერდით, ,,ჩვენ“ ვართ თქვენ,”- განაცხადა აკია ბარბაქაძემ.