ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილის თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
“ყველა რეგულაცია შესრულებულია, დეზინფექციის სამუშაოები კვირა დღეს დასრულდება ოზურგეთის საჯარო სკოლაში. ყველა რესურსი მობილიზებულია და ყველაფერი ორგანიზებულია იმისათვის, რომ დავიწყოთ სასწავლო პროცესი კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით“, _ აღნიშნა ლელა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 44 საჯარო სკოლაა, დასაქმებულია 1 438 პირი და სწავლობს 9 632 მოსწავლე.
[sexy_author_bio]