ოზურგეთში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 23683 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23438 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
რაც შეეხება ოზურგეთში არსებულ ეპიდვითარებას, ჯანდაცვის ცენტრი ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ დადებითი შემთხვევების კლება გამომდინარეობს შაბათ-კვირის ფაქტორიდან და ტესტირების შემცირებული რაოდენობიდან.
“აღსანიშნავია, რომ სიმპტომიანი პაციენტები, თუ ვირუსი გართულების გარეშე მიმდინარეობს, რჩებიან სახლში და რატომღაც არ მოდიან ტესტის გასაკეთებლად. არადა ამ დროს რისკჯგუფები არის ბევრი და ზოგადად, ეს ტესტირება არის აუცილებელი, რომ გამოირიცხოს კორონავირუსით ინფიცირება. ეს ტენდენცია არ უნდა გაგრძელდეს ასე. იმიტომ რომ სექტემბრიდან სეზონური ვირუსების სტატისტიკასაც ვაწარმოებთ. ამიტომ ყველას ვთხოვთ, სიმპტომის შემჩნევისთანავე მოვიდნენ გასატესტად”,_ ამბობს სიმონიშვილი.
ავტორი