ტყუპი
პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, განაპირობებს იმას, რომ ქალ ტყუპს ძალზე სწრაფი აზროვნება და საუბრის მანერა გააჩნია. ეს ის ქალია, რომელიც “სიტყვისთვის ჯიბეში არ ჩაიყოფს ხელს” და ნებისმიერი კამათისას აქვს მომზადებული საპირისპირო არგუმენტი. აზრი არ აქვს მასთან შეჯიბრებას სიტყვიერ ბატალიებში, იგი მაინც გამარჯვებული გამოვა ნებისმიერი კამათისას.
მორიელი
პლუტონი და მარსი, ორი მებრძოლი პლანეტა, რომლებიც მორიელს მართავს, განაპირობებს ამ ქალში აგრესიულობის მაღალ კოეფიციენტს და მამაკაცებთან მუდმივი კონკურენციის მოთხოვნილებას. მორიელი ცინიკოსია და შავი იუმორის უბადლო ოსტატი. მისი სიტყვები ზუსტად მიზანში აღწევს ყოველთვის. იგი კარგი ფსიქოლოგიური უნარებით გამოირჩევა და ზუსტად ხვდება ოპონენტის სისუსტეებს. შესაბამისად, ზუსტად ამ თემაზე გააკეთებს აქცენტს კამათისას.
ავტორი