ყურძენი
ყურძენი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს (100 გრამ პროდუქტზე 18 გრამს). სულ რამდენიმე მარცვლის მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ შებერილობა.
მისი დიდი რაოდენობით მირთმევა რეკომენდებული არ არის. დღე – ღამის განმავლობაში შეგიძლიათ არაუმეტეს ყურძნის მხოლოდ 10 მარცვლის მიღება, ვინაიდან ის შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც ძალიან საზიანოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, და გახსოვდეთ რომ მასში საკვები ნივთიერებების მინიმალური რაოდენობაა.
ხურმა
ხურმა შეიცავს კაროტინოიდებს – რაც A ვიტამინის მცენარეული წყარო გახლავთ. ის ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს (100 გრამ პროდუქტზე 15 გრამს). თუ გაქვთ ჭარბი წონა, შებერილობა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მაშინ ხურმა დიდი ალბათობით უფრო მეტად დაგაზარალებთ, ვიდრე დაგეხმარებათ.
საზამთრო
საზამთრო 90%-ი წყლისგან შედგება, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ საზამთრო – გახლავთ წყალი ბუნებრივი შაქრით. საზამთრო კალიუმის გარდა პრაქტიკულად არ შეიცავს არანაირ საკვებ ნივთიერებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ეს უგემრიელესი კენკრა მხოლოდ ერთი ნაჭერი მიირთვას. საზამთროს საკმაო რაოდენობით მიღებისას კი, ჩვენ მას უზარმაზარი ნახშირწყლების ბომბად ვაქცევთ, რომელიც თავზე პირდაპირ ჩვენს პანკრეას ეცემა. მაღალი მოსავლიანობის სურვილს აყოლილი არაკეთილსინდისიერი ფერმერები საზამთროს ნიტრატებით, პესტიციდებითა და სხვა ქიმიკატებით წამლავენ.
































































