ცოტა ხნის წინ, გამოცემამ Forbes გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტეილორ სვიფტი მსოფლიოს მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა.
გამოცემა ამერიკელი მომღერლის ქონებას 1,6 მილიარდ დოლარად აფასებს.
საინტერესოა, რომ სვიფტმა ქონება მხოლოდ მუსიკალური მოღვაწეობით დააგროვა.
600 მილიონი სვიფტმა ჰონორარებითა და გასტროლებით მიიღო, ასევე ფასი აქვს მის მუსიკალურ კატალოგს, მომღერლის უძრავი ქონება კი დაახლოებით 125 მილიონად ფასდება.
ადრე, ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალის წოდება რიანას ეკუთვნოდა, თუმცა სვიფტმა მას 200 მილიონით გადაუსწრო.