ვერძი
თავისი ნატურით ვერძი იმპულსური და ფეთქებადია, თუმცა მისი აგრესია ცარიელ ადგილას არ ჩნდება. ამ გზით ის საკუთარ ინტერესებს იცავს. ჩხუბისა და დაპირისპირების წყალობით, ამ ნიშნის წარმომადგენლები ანგრევენ იმათ გეგმებს, ვინც მათი ადგილის დაკავებაზე ოცნებობენ. ამავდროულად, ვერძი ყველასთვის ღიაა და არასოდეს იქცევა ეშმაკურად.
ტყუპები
ტყუპების ენერგია არასტაბილურია მერკურის მმართველობის გამო. ის სწრაფად გადაერთვება ერთი საქმიდან მეორეზე, ეფანტება ყურადღება, ხშირად მათი ნერვული მდგომარეობა სხვების მიმართ აგრესიით ვლინდება.ისინი ბევრს ყვირიან და შეუძლიათ ისტერიკების მოწყობა. ამ გამოვლინების შემდეგ თავადაც და გარშემომყოფებიც ცუდად არიან.
ქალწული
ამ ნიშნის წარმომადგენლები ბრძენი და გონივრულები არიან, მანამდე, სანამ კომფორტის ზონას არ დატოვებენ. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულებს არ მოსწონთ, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, ეს მათ ძალიან აწუხებთ.ქალწულები ხშირად პანიკაში არიან და ადვილად ღიზიანდებიან, გონებაში აზვიადებენ მოვლენებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი, ვერძის მსგავსად, ცეცხლის ნიშანია. სწორედ აქედან მოდის მათი იმპულსურობა და ქოლერიკობა. სიბრაზის მომენტში მათ შეუძლიათ ბევრი რამ წამოაძახონ ადამიანს. მშვიდდებიან ისევე სწრაფად, როგორც ინთებიან.ნუ განაწყენდებით მშვილდოსანზე შფოთვისა და სკანდალის დროს, გააცნობიერეთ, რომ ეს მათი ბუნებრივი ქცევაა და თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე. ისინი ძალიან კეთილები და წესიერები არიან.
თხის რქა
თხის რქასაც ახასიათებს გადაჭარბებული მღელვარება. ისინი ამას ვერძივით და მშვილდოსანივით დემონსტრაციულად არ აკეთებენ, მაგრამ მაინც შესამჩნევია სხვებისთვის. აღელვების ფონზე ხშირად ტირიან, ყვირიან და ცდილობენ ყურადღების მიქცევას.
ავტორი