დღეს, ოზურგეთში ერთი კილოგრამი ყველი 12 ლარი ღირს. მარკეტებსა და ზოგიერთ სავაჭრო ქსელში კი ერთ კილოგრამს 14 ლარადაც ჰყიდიან.
გუშინ, აქ ერთი კილოგრამი ყველი 11 ლარი ღირდა, გუშინწინ კი_ ათი ლარი.
როგორც ვხედავთ, ერთი კილოგრამი ყველის ფასი ყოველდღე მატულობს.
_ამ დროს, ზაფხულში, ივნისის ბოლოდან, ყოველთვის ასე ხდება. ძირითადად პირუტყვს მთაში მირეკავენ. ქალაქსა და სოფლებში კი ბევრი დამსვენებელია ჩამოსული და ყველს, რძის ნაწარმს აქტიურად ყიდულობენ. ამიტომ ხდება ფასის მატება. გასაკვირი ის არის, ერთი თვის წინ რომ 5 ლარი ღირდა. ყვლაფერი გაძვირდა. ზეთი ვერ გვიყიდია. რამდენი ქატო და პურისფქვილი უნდა შეიძინო, რომ პირუტყვი გამოკვებო? ახლა მოვლა და პატრონობა თქვი, – ამბობენ სოფლებიდან ჩამოსული ქალბატონები, რომლებიც ყველის რეალიზაციით აღებულ თანხას სასაცილოს უწოდებენ.
რძის დანარჩენი ნაწარმის ასი ასე გამოიყურება: ერთი ლიტრი რძე 2 ლარი ღირს, ერთი კილოგრამი ნადუღი 5-6 ლარი. ნახევარი ლიტრი მაწონი 2 ლარი.
დიდი ალბათობით, როგორც ბაზარში ამბობენ, ხვალიდან ყველის ფასი კიდევ მოიმტებს.
ავტორი