“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქობულეთში მეხის დაცემამ კაფეებისა და სავაჭრო ობიექტების ელექტროსისტემები დააზიანა.
ადგილობრივთა თქმით, ქობულეთში ძლიერმა ელვამ და ჭექა-ქუხილმა მეხის ვარდნა გამოიწვია, რის შედეგადაც ზღვის სანაპიროზე მდებარე რამდენიმე კაფე-ბარსა და სავაჭრო ობიექტს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა.
ობიექტების მფლობელების ინფორმაციით, დამწვარია ელექტროსისტემები.
ობიექტების მფლობელების თქმით, მეხის ვარდნა იმდენად ძლიერი იყო, რომ სანაპირო ზოლში მდებარე არაერთი ობიექტი დაზარალდა.

































































