ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ქურდობა მოხდა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ხიდისთავში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალის ტერიტორიიდან გენერატორი მოიპარეს. მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
ჩვენი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაზუსტებულ ინფორმაციას ველოდებით.
მომხდართან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” კომენტარისთვის იუსტიციის სახლის პრესსამსახურსაც ორჯერ დაუკავშირდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს და კომენტარს იუსტიციის სახლიდან ისევ ველოდებით. თუ დამატებით დაზუსტებულ დეტალებს მოგვაწვდიან, ინფორმაციას მაშინვე გამოვაქვეყნებთ.