ქუთაისში მესამე დღეა, 75 წლის დაკარგულ ქალს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ფოთოლა კუხიანიძე სახლიდან 29 აგვისტოს გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.
როგორც “გურია ნიუსს”დაკარგული ქალის ახლობელმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.
სად შეიძლებოდა წასულიყო მოხუცი, ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს.
ისინი დახმარებას ითხოვენ.
[sexy_author_bio]