„ახლა უბრალოდ მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობისათვის, მაგრამ რომ ვყოფილიყავი, ჩემს გვერდით აუცილებლად შენ იქნებოდი“. სხვანაირად, რომ ვთქვათ, ანუ, რომ გადავთარგმნოთ ეს ფრაზა, გამოდის: „მზად არ ვარ დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ ერთი ქალის გვერდით მეძინოს.“
„მინდა მეგობრებად დავრჩეთ.“ იგივეა, რაც „მომავალში რომელიმე შენს დაქალს ხომ გამაცნობ?“
„მიხარია, რომ გიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, დრო სხვა ადამიანებთან უნდა გავატაროთ“ – „ვიღაც სხვა გავიცანი და მასთან ყოფნა მირჩევია“.
„პასუხისმგებლობის მეშინია“ – „მთელი ცხოვრება შენს გვერდით ყოფნის მეშინია“.
„ვინც ცოლად მოგიყვანს, უბედნიერესი იქნება“ – „იმედი მაქვს ეს ბედნიერი კაცი მე არ ვიქნები.“
„ვფიქრობ, სხვებსაც უნდა შევხვდეთ და ვნახოთ რა გამოვა აქედან“ – „სხვას უკვე ვხვდები და თუ გაიგებ, არ გაბრაზდე.“
„შენთან ყოფნა კი მინდა, მაგრამ ურთიერთობისაგან დასვენება მინდა“ – „მთელს პლანეტასთან მინდა ურთიერთობა, მაგრამ შენ რეზერვში მეყოლები.“
„რაღაც უფრო მეტი მინდა“ – „არ ვიცი რას ნიშნავს „რაღაც უფრო მეტი“, მაგრამ ეს ფრაზა დამაჯერებლად ჟღერს.“
„სხვა ქვეყანაში/ქალაქში მივემგზავრები. მაშინვე დაგირეკავ, როგორც კი დავბრუნდები.“
„შენ ყველაფერი ჩემზე უკეთესად გამოგდის.“
„ძველ შეყვარებულს ვერ ვივიწყებ.“
„ამ მომენტისათვის ფოკუსირება მხოლოდ სამსახურზე/სწავლაზე უნდა მოვახდინო“.
„ხუთი წლის შემდეგ რომ გაგვეცნო ერთმანეთი, კარგი იქნებოდა“.
„განსხვავებული ცხოვრების წესი გვაქვს.“
„ვფიქრობ, მოკლე დროში ძალიან დავახლოვდით.“