ტყუპი
ის რაც გარშემო მყოფებს უპასუხისმგებლობა ჰგონია, ტყუპისთვის ჩვეულებრივი ამბავია. დიდი საქმე ახლა, თუ წინა ღამით მეგობრებთან ერთად მხიარული დროს ტარების შემდეგ ჩაეძინა და სამსახურში მისვლა დაავიწყდა.
უფრო სწორად თავზესაყრელი საქმეების მოგვარების აუცილებლობა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა თვალი გაახილა და საათის ისრები ზუსტად 17.00-ს უჩვენებდა.
ნუ განსჯით ტყუპს მკაცრად. დიახ, იგი უპასუხისმგებლოა, ხშირად აგვიანებს შეხვედრებზე მიზეზით თუ უმიზეზოდ, მაგრამ როცა შრომით ფერხულშია ჩაბმული გაორებული ბუნებისა და ენერგიულობის გამო, არა ერთი ან ორი პარალელურად სამი, ოთხი და ექვსი მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეუძლია იდეალურად.