2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.
მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12-ჯერ მოემსახურება.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებგვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.
“ბილეთების ღირებულება იწყება 150 ლარიდან, თუმცა ბარგის და დამატებით ოთხფეხა მეგობრის გადაყვანის შემთხვევაში ღირებულება შეიცვლება“, – აცხადებენ კომპანიაში.