https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ეწერა ლოცვების წიგნზე, რომელიც გოდერძი ჩოხელის თმითმკვლელობის დროს გამომძიებლებმა წაიღეს

15:40; 21.10.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გოდერძი ჩოხელი: ყველაზე სევდიან და ამავე დროს, მართალ შემოქმედად არის მიჩნეული. მის ნაწარმოებებში ადამიანთა განუზომელი სევდაა გადმოცემული. 54 წლის მწერალმა, რეჟისორმა და სცენარისტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, პირობა დადო, რომ საიქიოდან აუცილებლად დაბრუნდებოდა: „მე დავბრუნდები საიქიოდან, ბალახად მოვალ, ნისლად და წვიმად, წამალბალახა ყვავილს მოვიტან, რომ ვუმკურნალო, ვისაც რა სტკივა…“ გოდერძი ჩოხელის ცხოვრების საინტერესო პერიოდებს მისი მეუღლე, ნინო მელაშვილი გაგაცნობთ:

სიკვდილი ახალგაზრდა ბიჭია

გოდერძი ჩოხელი ყველასგან განსხვავებული ადამიანი იყო. ხშირად იგონებდა პერსონაჟებს, რომ მკითხველისთვის ჭეშმარიტება დაენახვებინა. „მინდოდა, ეგეთი ლუკა ვყოფილიყავი, როგორც „მგელშია“, ეგრე მევლო ქვეყანაზე, ბოლოს – ყვავილებით ხელში და მთელი სურნელი, რაც უფლის მადლს ნიშნავს, მეფრქვია ქვეყანაზე…“ იმქვეყნიური ცხოვრების არ ეშინოდა, მაგრამ სულ ამბობდა: „არ ვიცი, დავიმსახურებ თუ არა, საიქიოს ვნახო, როგორები არიან დავითი, თამარი, ილია, ვაჟა, ომარ გვასალია, დედაჩემი. მოვხვდები იქ, სადაც ისინი არიან? მე მგონი, იმდენი ცოდვა მაქვს, ვერა ვარ ისეთი, ღმერთთან რომ უნდა ვიყო.“ სიკვდილის შიში არ ჰქონია, „ადამიანთა სევდაში“ სიკვდილი ახალგაზრდა ბიჭია. „სიკვდილი ჩემთვის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაა მხოლოდ. სიკვდილის არასოდეს შემშინებია. ხომ გამოვცადე კიდეც, მაგრამ არც ახლა მეშინია მისი. მხოლოდ იმის მეშინია, რომ სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში არ მოვხვდე.“ სიკვდილის არა, მაგრამ იმის მერე რა მოხდებოდა, ამის ეშინოდა…

მარცხნივ წახვალ – დაიღუპები, მარჯვნივ წახვალ – მაინც დაიღუპები

აღსარებას ამბობდა, მაგრამ თან სულ ამას დააყოლებდა: „ერთი უცნაურობა მჭირს. მღვდელთან მიჭირს აღსარების თქმა. ეკლესიაში რომ შევალ და სანთელს ავანთებ, პირდაპირ ღმერთს ვეუბნები აღსარებას. ამ დროს საოცარი ჟრუანტელი დამივლის ხოლმე. არ ვიცი, რა არის ეს, ვერ ამიხსნია.“ გოდერძის, ბოლოს იმდენი საქმე ჰქონდა რომ დრო არ რჩებოდა ეკლესიური ყოფილიყო და მიჰყოლოდა ეკლესიური გზით ცხოვრებას. გოდერძი ხშირად ამბობდა: „როგორ წარმომიდგენია სული? როცა ქართულ ხალხურ სიმღერას ვისმენ, თითქოს წინაპრების სულს ვხედავ, ერთად შეკრულს, აგუგუნებულს, ზეცისკენ მიმავალს… მთავრდება სიმღერა და ისევ მიწაზე ვენარცხები.“ მეუფე ხშირად გვსტუმრობდა, გოდერძის მასთან საუბარი საოცრად ამშვიდებდა. რაც მოხდა 2003 წლის მაისში, ამით ყველა გაოგნებული იყო. თვითონ ამბობდა, „თავი რომ მოვიკალიო“, განა დანა დავირტყიო, არა, თავი რომ მოვიკალიო. ამის შემდეგ ჰქონდა სულიერი ბრძოლები, ამ დროს ძნელია ეკლესიაში სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში გინდა სულიერი შვების პოვნა. ვისაც ბრძოლები გამოუცდია, გაიგებს, რასაც ვგულისხმობ. „სული ნამგალს ჰგავს, ჩაჟანგება იცის ნამდვილად, სულ ეკიდება შენი წარსული, არსებობს ყანა, რომ ბოლომდე კარგად მოიმკას, სულს გაფხავება უნდა ქასურით. ქასური სალესი ქვაა, ხოლო გაფხავება გალესვას ნიშნავს. კარგია, რომ რაღაცით სული გააფხავო, მაგრამ რეცეპტი არ არსებობს, თუ როგორ უნდა იშოვო ის სალესი ქვა. სული მძიმდება წარსულით, იმ ყოფით, რა ყოფაშიც ხარ. სულს თითქოს ჟანგიც ეკიდება. სულიდან ჟანგის მოცილება, ალბათ, ისევ ღვთის რწმენით უნდა შეძლო. თუმცა, არც ესაა მთლად შენზე დამოკიდებული. ხშირად სული ისეთ მდგომარეობაშია, რომ რწმენაშიც მერყეობს, თითქოს ღმერთს შორდება და აღარ იცის, რა ქნას. ხშირად კეთილად მშურს ხოლმე იმ ადამიანების, რომლებიც ალალად არიან ღმერთს მინდობილნი. მათ, უბრალოდ, სწამთ და ყველაფერი ისეა, როგორც სწამთ. უბედურებაა, როდესაც იცი, რომ უნდა გწამდეს და მაინც რაღაცა გიშლის ხელს“. ასე იხსნებოდა ყველასთან საუბრისას. ყოველთვის ალალად ამბობდა თავის გულისტკივილს და ბავშვობაზეც უდიდესი სიამოვნებით საუბრობდა: „ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, მარცხენა მხარზე ეშმაკი აზის ადამიანს, ხოლო მარჯვენაზე ანგელოზიო. ანგელოზი სიკეთისკენ გიბიძგებს, ეშმაკი კი – პირიქით. ამ დროს სული ვეღარ ერკვევა, რომელია ეშმაკის ხმა და რომელი – ანგელოზის. ასეთ დროს სული თითქოს გზაგასაყარზე დგას, სადაც წერია: მარცხნივ წახვალ – დაიღუპები, მარჯვნივ წახვალ – მაინც დაიღუპები. მას კი დაღუპვა არ უნდა. ასეთ დროს არის სული უსუსური და უმწეო. ღმერთმა არ უნდა დაუშვას, რომ სული იმ მხარეს წავიდეს, საითაც დაიღუპება და მჯერა, რომ არც უშვებს… ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვინც მთელ ცხოვრებას ლოცვაში ატარებს, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სულზე ლაპარაკი თითქოს ადვილია, მაგრამ იმას, რასაც ადამიანი სულიერად განიცდის, სიტყვით ვერ გადმოსცემს. შეიძლება, ლექსიც დაწერო, მოთხრობაც, მაგრამ არ არსებობს სიტყვები, რომლებმაც შენი სულის მდგომარეობა ბოლომდე გამოააშკარავოს…“

მეტი სიყვარულით…

გოდერძიმ თავის მოკვლა ქოზიფას მონასტერში გადაწყვიტა. შემდეგ სულ ამბობდა: „დღემდე ვერ გამირკვევია, რა იყო – განსაცდელი, ბედისწერა თუ სასჯელი ჩემი ცოდვებისათვის. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ რაღაც ეტაპი დამთავრდა და დაიწყო უფრო მეტი. აქამდე ყველაფერს სიყვარულით ვქმნიდი, მაგრამ ახლა სულ სხვანაირი სიყვარული გამიჩნდა. რეზო ინანიშვილი სულ მეჩხუბებოდა: ბიჭო, სიკვდილზე ეგრე ხელაღებით ნუ წერ, ვიღაცას შეგვაყვარებ, აიღებ და მერე მოკლავო. ვუმტკიცებდი, სიკვდილი კარგია, მასში ცუდი არაფერია, სიკვდილი და სიცოცხლე ძმები არიან-მეთქი. აკანკალდებოდა და მეტყოდა: გეყოლება შვილიშვილები და მიხვდები, რა კარგი და სანატრელი იქნება სიცოცხლეო. ჩემზე წინასწარმეტყველური სიტყვები აქვს ნათქვამი: ეს „მაგიური მთიული“ თავსაც არ დაინდობს, თუ დასჭირდაო. მართლაც არ ვიცი, რატომ დამჭირდა ამის გაკეთება. სიკვდილი ლამაზი იყო. ჩემსა და სიკვდილს შორის ლამაზი რიტუალი ჩატარდა. გვერდით ჯვარი მედო და ლოცვანს ვკითხულობდი, როდესაც პირველად დავირტყი დანა. ახლა ისევ აქა ვარ და მივხვდი, რაც შეიძლება, დიდხანს უნდა ვიყოთ ამქვეყნად, შეძლებისდაგვარად უნდა ვაკეთოთ ის, რაც ხალხს სასიკეთოდ წაადგება და არა ცუდი რამისთვის. სიცოცხლე სევდა არის ადამიანებისთვის, სიკვდილის სევდა. როგორ ვაპირებ ცხოვრებას, ეს უფალმა იცის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთ რამეს თუ ჩავიდენდი, რაც იღბალმა თუ ბედისწერამ გამაკეთებინა. აკი ვთქვი, აქამდე სიყვარულით ვცხოვრობდი-მეთქი და ამის შემდეგ მეტი სიყვარულით ვიცხოვრებ.“

ღმერთის იმედად დარჩენილი

მაშინ ამბობდნენ, გოდერძი ჩოხელი თვითმკვლელობამდე საქმის არქონამ მიიყვანაო, რაც არ არის მართალი. მას მარტო თავისი უმუშევრობა არ აწუხებდა. „ჩემთვის დიდი ტკივილია გაჭირვებული საქართველოს ყურება. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პირადულ ინტერესებს საზოგადოებრივზე მაღლა აყენებენ. სწორედ მათ გამო ვშიშობ და მხოლოდ ღმერთის იმედადღა ვრჩები“. თუმცა გოდერძი იმედს არასოდეს ჰკარგავდა და ასეც წერდა: „რა ნელა იღვიძებს დროებით მიძინებული მამა-პაპათა მიერ ხმლითა და სისხლით შემონახული ჭეშმარიტი სარწმუნოება. რაც მტერს სწადია, ის არ მოხდება. საქართველოში ისევ ყვავილობს ყვავილი მტერთა მომაკვდინებელი, ის ხელთ უპყრია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს. უბრალოდ არ გვინდა იმ ყვავილის და კიდევ ბევრი კარგის დანახვა. უმადურობაა, გვავიწყდება, რომ საქართველოს მგლები ისევ ეტანებიან, სამი ძვირფასი განძის – ენის, მამულისა და სარწმუნოების წართმევა უნდათ. ზეციერო, როგორ მინდა, მგლებისაგან დაიცალოს ქვეყანა.“ ჩვენ სასულიერო აკადემიაში გვქონდა შეხვედრა უწმინდესთან და მაშინ ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა: „ხშირად ვხვდებოდი გოდერძის, საუბარი გვქონდა და მეჩვენებოდა, მთელი ქვეყნის დარდს ატარებდა თავისი მხრებით, გონებითა და გულით. ასე წარმომიდგენია, გოდერძი არის დიდი ცრემლი ქართველი ერისა, რომელიც დაეცა ქართულ მიწაზე და მისი სხეული მიიღო სამთავროს წმიდა მიწამ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. გოდერძი ცრემლიცაა და იმედიც, სიხარულიცაა და მწუხარებაც.“

ჟანგიანი დანა

თავის გადარჩენას გოდერძი ღმერთს მიაწერდა. ამბობდა, ღმერთმა გადამარჩინა, მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, ჯოჯოხეთში მოვხვდებოდიო. საავადმყოფოში დაწერა წერილი, რომელშიც მთელ საქართველოს ეფერება. დანა რომ დაირტყა, მონანიებასა და პატიებას ითხოვდა თავისი ქართველებისგან. დეპრესია რომ დაეწყო, ჩვენ არ გვეუბნებოდა, რომ თავის მოკვლა უნდოდა. პირველად რომ თქვა, კვირა დღე იყო, შენდობის დღე, დიდი მარხვა იწყებოდა. წავედით მე და ლუკა სიონის ტაძარში მამა ლავრენტისთან. ლოცვის შემდეგ მამა ლავრენტი წამომყვა სახლში და აღსარება ათქმევინა ხატებთან და ღამე აზიარა, ამხელა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, თან ამხნევებდა, ომში ხარ და გამაგრდი, ბოლომდე იბრძოლეო. შემდეგ ჯვარის მამაში დავდიოდით, სიონში დავდიოდით, უწმინდესთანაც იყო. მეუფე დანიელისა და მეუფე იობის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, ხან გამოკეთდებოდა, ხან ისევ ცუდად იყო. მეუფეებმა ურჩიეს, ქოზიფას მონასტერში წასულიყო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უფრო ადვილი იქნებოდა ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ იქ უფრო გაუმძაფრდა მდგომარეობა. იმ დღეს, როცა თავის მოკვლა გადაწყვიტა, მთელი ღამე ლოცვაში იყო, გათენებისას ეზიარა, სატრაპეზოში უთქვამს მოძღვრისთვის, წავალ, დავწვები, ცუდად ვარო. ცოტა ხანს რომ არ გამოსულა, შეუხედავთ და ეს სურათი დახვედრიათ. გოდერძი ამის შესახებ თავად ყვებოდა. ჟანგიანი დანა ავიღე, ვიცოდი, ჟანგიანი რომ არის, პერიტონიტი ემართება ადამიანს. ძალა არ მქონდა და დანას კედელს მივაბჯენდი და ვეხეთქებოდი, იმის ძალაც არ მქონდა, რომ დამერტყაო. თან დიდი ჯვარი ჰქონდა, უფრო სწორად, ხელჯოხი, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა და დავწექი ამ ჯვარზე, ჯოჯოხეთში მოხვედრის შემეშინდა, ნელ-ნელა ძალა მეცლებოდა, მაგრამ მაინც არ მოდიოდა სიკვდილიო. მამაომ რომ ნახა, მაშინვე აღსარება ათქმევინა, რომ ამ ცოდვით დამძიმებული არ წასულიყო ამქვეყნიდან. გამომძიებლებმა წაიღეს ის ლოცვების წიგნი, რომელზეც აღსარება იყო მიწერილი. სამწუხაროდ, ეს წიგნი აღარ დაგვიბრუნეს და იქ რა ეწერა, არ მინახავს. ამ აღსარებით უწმინდესს, მთელ საქართველოსა და ოჯახს უხდიდა ბოდიშს და პატიებას ითხოვდა. უწმინდესმა და ქართულმა ეკლესიამ გოდერძის გასამხნევებლად ყველაფერი გააკეთეს. მისი უწმინდესობა ჩვენი ოჯახის სულიერი მამაა, იგი ძალიან ხშირად დაგვხმარებია როგორც სულიერად, ასევე მატერიალურადაც. როცა გადარჩა, სულ ამბობდა, უფალს ძალიან ვუყვარვარო. მერეც ჰქონდა თავის მოკვლის მოთხოვნილება, მაგრამ აღარ აკეთებდა. იცოდა, რომ მერე ჯოჯოხეთში წავიდოდა. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გაიგებს. ვისაც ასეთი ბრძოლები განუცდია, მათთვის გაუგებარი არაფერია.

ლუკას სახარება და დიდი გულწრფელობა

ფილმი „ლუკას სახარება“ რეალური ისტორიის მიხედვით გადაიღო. მსგავსი რამ კომუნისტების პერიოდში ნამდვილად ხდებოდა. გოდერძი ამბობდა, მართლა იყო ასეთი დირექტორიო, მაგრამ გოდერძიმ უფრო გაამძაფრა და მხატვრული სახე შექმნა. თვითონაც აღნიშნავდა, ამ ფილმს რომ ვუყურებ, თვითონაც მეტირებაო. მთელი სიცოცხლე ეძიებდა ღმერთს. რომანში – „ადამიანთა სევდა“ – ამაზე კარგად აქვს დაწერილი. გოდერძი ხშირად წერდა, „ღმერთისკენ მიმავალ გზაზე არასწორი გზით ვიარე, არც მოძღვარი ავირჩიე, ხშირად არც ეკლესიაში დავდიოდი, არც ვლოცულობდი, არც ვმარხულობდი და მინდობილი ვიყავი მთლიანად იმაზე, რომ ღმერთს ვუყვარვარ. როგორც ჩანს, ამან გამადიდგულა, გამაამაყა და დამიმკვიდრა ისეთი რწმენა, რომ ღმერთი ყველაფერს მაპატიებს. ამან, როგორც ჩანს, ჩემს სულში გამოიწვია ათასგვარი ჭუჭყი, მწუხარება და ვარამი.“ ასეთი გულწრფელი იყო გოდერძი. „ბავშვობაში უფრო ახლოს ვიყავი ღმერთთან, ვიდრე შემდეგში და რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა თხოვნა შემისრულდა.“ გოდერძი „ბაკურხეველ ხევსურს“ იღებდა. ჩოხის წმიდა გიორგის სალოცავში ავიდა. უკვე მაისი იყო და გადაღებებისთვის თოვლი სჭირდებოდა. ფილმს კი სხვანაირად ვერ ასრულებდნენ. ავედი სალოცავში და უფალს ვთხოვე, თოვლი მოეყვანა. მართლა წამოვიდა თოვლიო. „ავანთე სანთელი, კვერზე გამოვსახე ჯვარი და დავიწყე ლოცვა ალალი, მხურვალე გულით. არ ვიცი, რას ვამბობდი, მაგრამ ლოცვა დამთავრებული არ მქონდა, რომ დაიწყო ბარდნა. ისე შემეშინდა, სულ ვკანკალებდი. როცა სახლში დავბრუნდი, უკვე კოჭებამდე თოვლში იდგა ჩემი გადამღები ჯგუფი და ყველა ჩემსავით კანკალებდა.“ როდესაც „ადამიანთა სევდას“ იღებდა, ისევ დასჭირდა თოვლი და კვლავ ავიდა სალოცავში, გულით ილოცა და შუა აპრილში თოვლი წამოვიდა, აყვავებულ ხეებზე თოვლი იდო. შემდეგ გოდერძის დედამისმა სთხოვა, ღმერთისთვის მსგავსი რამის თხოვნა არ გაბედოო და გოდერძისაც აღარასოდეს უთხოვია, უფალო, თოვლი მოიყვანეო. სულ ამბობდა, ცხადად ჩამესმის დედაჩემის ხმა: შვილო, გაიღვიძე, წადი ანგელოზების სანახავადო. ყოფილა გუდამაყარში დღესასწაული ანგელოზთღამეობა. ამაზე მოთხრობა დაწერა, რომელსაც საოცრად ასრულებს: „კიდევ რა მინდა? მინდა, გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ, ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხვად.“ ასე წავიდა გოდერძი იმქვეყნად ანგელოზების სანახავად.

წყარო: თბილისელები

გოდერძი ჩოხელი
გაზიარება29Tweet18Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

09:28; 23 სექტემბერი, 2026

ასეთი იარაღი არსად არ არის: მოდერნიზებულმა IRIS-T კომპლექსმა უკრაინაში "ცეცხლოვანი ნათლობა" გაიარა - unian

ლახამი ჰესის გარემოსდაცვითი პოლიტიკა _ ტყის განაშენიანების პროექტი

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო