ვალენსიაში გამართულ ევროპარლამენტის კონგრესზე ევროპარლამენტის წევრმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს შესახებ ისაუბრა.
“საქართველო ჩვენს კონტინენტზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერია.
დღეს, ჩვენ რეალური რისკის წინაშე ვდგავართ, რომ ევროპული საქართველო კრემლის სტილის საქართველოს სასარგებლოდ დავკარგოთ.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს საქართველო წლების განმავლობაში შორდებოდა ევროპას, მაგრამ 2024 წლის ოქტომბერში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს დაცემის ახალი თავი დაიწყო.
სასტიკი რეპრესიები, ძალადობა, დაპატიმრებები – ყველაფერი კრემლის გეგმიდანაა.
ოდესღაც სანდო ევროპელი მოკავშირე საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა.
ეს არა მხოლოდ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველისთვის უზარმაზარი დანაკარგი, არამედ შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ამჟამინდელი ქართული რეჟიმი კრემლის მიერ შიდა სახელმწიფოებრივი მიტაცების წარმატებული მაგალითია.
ეს შეიძლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც დაემართოს, თუ დროულად არ შევაჩერებთ.
საქართველოს დებიცინიზაცია ჩვენი ინვესტიციაა ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში.
ყველა ქვეყანამ, რომელსაც ევროპის მომავალი ადარდებს, დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე”,_ განაცხადა ევროპარლამენტარმა.