https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ღია წერილი გაუგზავნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს

9:07; 28.07.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში მოქმედი 24 არასამთავრობო ორგანიზაცია  ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. 

“გურია ნიუსი” წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“პატივცემულო ვიცე პრეზიდენტო, ბატონო პენს,

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გვსურს, მოგმართოთ საქართველოში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის წინ, რათა გამოვკვეთოთ ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო მართვის საკითხში და ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

პირველ რიგში გვსურს მადლიერება გამოვცხატოთ ამერიკის შეერთებული შტატებისადმი მისი მუდმივი თანადგომისათვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხით  უმნიშვნელოვანესი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ეს მხარდაჭერა ჭეშმარიტად სტრატეგიულ პარტნიორობად გადაიქცა, რომლის კომპლექსური დღის წესრიგი  მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ადამიანებს შორის ურთიერთობები. ამ ძალისხმევის წყალობით შევძელით, გავმხდარიყავით თავისუფალი სამყაროს ერთგული მოკავშირეები, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში და განგვევითარებინა  თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უახლოესი და სანდო პარტნიორია, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში კვლავაც რჩება ქართველი ხალხისა და მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ძალზე ქმედით პარტნიორად.

საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის სამიზნედ იქცა. ჰიბრიდული საშუალებებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოყენებით თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი მუდმივად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობას საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციითა და მცოცავი ანექსიით, უკანონო სამხედრო კონტინგენტის არსებობითა თუ  სხვა იძულებითი ღონისძიებებით.

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია დემოკრატიის განმტკიცების, ქვეყნის მოდერნიზაციისა და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების მხრივ. ამ პროგრესმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და დაეხმარა საქართველოს, გამოემუშავებინა მედეგობა რუსეთის  ზეწოლის მიმართ.

ამასთან ერთად გვსურს, გამოვკვეთოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს და საფრთხის წინაშე აყენებს უკანასკნელი წლების დემოკრატიულ მიღწევებს. ქართული დემოკრატიის ეს კონკრეტული ნაკლოვანებები ზემოქმედებას ახდენს როგორც ჩვენს განვითარებაზე, ისე უსაფრთხოებაზე.

ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს პრობლემად მიგვაჩნია მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპიროვნული რეფორმირება. მმართველმა პარტიამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციის პროექტზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ისეთ სადავო საკითხებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, რეფორმამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ შეცვლა. ნაცვლად ამისა, „ქართული ოცნება” ენერგიულად ესწრაფოდა იმგვარი მექანიზმების შემოღებას, რომლებიც გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა ამჟამინდელ პოლიტიკურ პარტიას, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების შემდგომი კონცენტრაციის საგანგაშო ნიშანია. ჩვენ ვშიშობთ, რომ ამ პროცესმა შეიძლება, შელახოს კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, გამოიწვიოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოების  შემდგომი პოლარიზება და, შესაძლოა, პოლიტიკური პროცესების პარალიზებამდეც მიგვიყვანოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით და ამით გამოხატოს მზადყოფნა პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებისათვის არსებითი ცვლილების განსახორციელებლად.

სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად გვსურს, განსაკუთრებული შეშფოთება გამოვხატოთ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად რეფორმების სამი ტალღისა და მართლმსაჯულების სისტემის ზოგიერთი პოზიტიური ცვლილებისა 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების მთავრობამ უმეტესწილად ვერ შეძლო ამ სფეროში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება. შედეგად, სასამართლო კვლავაც ექვემდებარება არასათანადო გავლენის როგორც ხელისუფლების, ისე სასამართლოს შიგნითვე არსებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობის პრობლემა განსაკუთრებით გამოხატულებას ჰპოვებს პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების შემთხვევებში, მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დავალებით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, სასამართლოსადმი საქართველოს მოსახლეობის ნდობა 2012 წლის შემდეგ შემცირდა ან არ გაუმჯობესებულა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ამ წერილში, არის  სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების დაუსჯელობა და ანგარიშვალდებულების არარსებობა. სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე არ არსებობს ეფექტური საპარლამენტო და სამოქალაქო, ან სასამართლო კონტროლი. ადამიანის უფლებათა დარღვევის (ძალაუფლების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობის, ნარკოტიკების ჩადებისა და ა. შ. ბრალდებები) შემთხვევებს, როგორც წესი, არ მოყვება შედეგიანი და ობიექტური გამოძიება. ამ პრობლემების უახლესი და ყველაზე სერიოზული მაგალითებია აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტის აფგან მუხტარლის გატაცებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის  ფაქტების გამოუძიებლობა.

მედია გარემოს გაუარესება და პლურალიზმის შემცირების მცდელობები კიდევ ერთი ტენდენციაა, რომელზეც გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ. საქართველოში მედიის სფეროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის მედიის პლურალიზმს საქართველოში. სამი სამაუწყებლო კომპანია მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების მფლობელობაშია. „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელსაც  მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაფინანსება აქვს, ჰყავს ახალი მენეჯმენტი, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ერთადერთი ნაციონალური მაუწყებელი, რომლიდანაც ისმის ალტერნატიული კრიტიკული აზრი, არის ტელეკომპანია „რუსთავი 2″, რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის  და ჩართულია მისი საკუთრების საკითხზე წარმოებულ სამართლებრივი პროცესში.

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ამ წერილში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მწვავე პრობლემა გამოვყავით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია  იმ სისტემური პრობლემებისა, რომლებიც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკიდან და სახელმწიფო დაწესებულებებზე არაუფლებამოსილი პირების გავლენიდან მოდის. ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მმართველი ელიტის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ტენდენციები, რადგან ის მყიფე, თუმცა ფუნქციონირებადი ინსტიტუტების რღვევას იწვევს და, თუ არ შეიცვალა, შესაძლებელია, პოლიტიკური პროცესების სრული პარალიზება გამოიწვიოს, რაც შემდგომ საფრთხეებს შეუქმნის სტაბილურობას და  დაბრკოლებებს წარმოშობს საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის საკითხში.

პატივცემულო ბატონო ვიცე-პრეზიდენტო,

ჩვენ გვჯერა, რომ ქართული დემოკრატიის წარმატება აშშ-ისა და დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესებშია. თქვენი მომავალი ვიზიტი ამის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა.

ამიტომ, თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩვენი საერთო ფასეულობების წინაშე უსაფრთხოების მხრივ  დღისათვის არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ იმედი გვაქვს, აშშ გააგრძელებს საქართველოს მიმართ  აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობასა და გრძელვადიან პოლიტიკას. ჩვენ ჭეშმარიტად მადლიერები ვართ და დიდად ვაფასებთ იმას, რომ აშშ გვიჩვენებს თავის მტკიცე ერთგულებას თავისუფლებისა და დემოკრატიის ვალდებულებებისადმი და  კვლავაც  ადასტურებს და აგრძელებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ მხარდაჭერას.

საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში არსებული პრობლემების აღნიშვნისას, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება უზომოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის მომავალი განვითარებისათვის, სასარგებლოა აშშ-ისათვისაც და საერთოდ წინსვლის ერთადერთ გზად გვესახება. ამასთან დაკავშირებით, გვსურს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოვკვეთოთ:

  1. საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში ამერიკის შეერთებული შტატების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია ვერ მოახერხებდა დაფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპს. იმ დროს, როდესაც საქართველო მზარდი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ქართველები აფასებენ ამერიკის ადმინისტრაციის თითოეულ მცდელობას, დამკვიდრებულიყო საქართველოში კარგი მმართველობის პრინციპები და ამ მხარდაჭერას უფრო ამბიციური რეფორმების კატალიზატორად აღიქვამენ.

  2. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ორმხრივი უსაფრთხოების ფარგლებში აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გაწეულმა დახმარებამ  ჩვენს ქვეყანას საშუალება მისცა, შეექმნა ეფექტური შეიარაღებული ძალები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვის ძირითად ფუნქციასთან ერთად აშშ-ისა და სხვა მოკავშირეების მხარდამხარ წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში. საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში.

  3. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის ერთ-ერთი უპირველესი გამოვლინება და დასავლეთის რუსეთთან კონფლიქტის ძირითადი მიზეზია. 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთი განაგრძობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უარესიც, მოსკოვი განაგრძობს მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ანექსიის ეს პოლიტიკა განსაკუთრებით საგანგაშო გახდა 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა ხელი მოაწერა ოკუპირებულ სუბიექტებთან „შეთანხმებათა” წყებას, რომელთა მიზანია ამ სუბიექტების კანონების, პოლიციის, შეიარაღებული ძალების, სოციალური სამსახურებისა და ბიუჯეტების  რუსეთის სისტემაში ინტეგრირება. თუ პროცესი დროულად არ შეწყდება, ორივე ოკუპირებული რეგიონი ახლო მომავალში, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება. ამ საფრთხის დასაძლევად საქართველომ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს  ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი ანექსიის საწინააღმდეგო / დეოკუპაციის სტრატეგია. საკითხის სირთულე მოითხოვს დასავლეთის ძალისხმევის კოორდინირებას აშშ-ის ხელმძღვანელობასთან.  ჩვენ ვაფასებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აშშ-ის ამჟამინდელ ძალისხმევას, რითაც ის ადასტურებს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისა და გაძლიერების კუთხით აღებულ ვალდებულებას იმით, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხებს აშშ-რუსეთის პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად ტოვებს.

  4. ბოლო 16 წელია, საქართველო ნატოში გაწევრიანების გზას ადგას. ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხს ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს. ალიანსში საქართველოს სამომავლო გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება 2008 წელს ნატოს წევრი ქვეყნებისა და მთავრობათა ხელმძღვანელების მიერ იქნა მიღებული. ასევე აღიარებულია, რომ საქართველომ გამოავლინა მედეგობა, პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, საიმედოობა და თავისი მოქმედებით მოკავშირედ აღიქმება. ჩვენ მყარად გვწამს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებს ემსახურება და სასარგებლო იქნება ალიანსისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ნატოში სწრაფვის მხარდაჭერას და იმედი გვაქვს, ის ხელს შეუწყობს საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების პროცესს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს.

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ეფექტური მმართველობისა და მისი ნატოში გაწევრიანების სწრაფვის უწყვეტი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელოვანია; ეს ორივე ქვეყნის ინტერესებშია და აუცილებელია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობისათვის”, _ აღნიშნულია წერილში რომელსაც ხელს აწერს: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ლიბერალური აკადემია თბილისი, მედიის განვითარების ფონდი, მწვანე ალტერნატივა, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საზოგადოება და ბანკები, ხმა საქართველოდან, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, საფარი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, სტუდია რე. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026

როგორ გადავურჩეთ გლობალურ დათბობას?

სოლარიუმი მავნებელი ყოფილა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო