თმა – ვარცხნილობა უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, ის უნდა უჩენდეს მამაკაცს არა მარტო ცქერის, არამედ შეხების სურვილსაც. ასევე კარგი იქნება თუ თმაზე სუნამოს მსუბუქი არომატი გექნებათ.
სამკაულები – არავითარ შემთხვევაში არ გადაიტვირთოთ და ზედმეტად თვალშისაცემი სამკაულები არ გაიკეთოთ.სამაჯურების რაოდენობა უკიდურეს შემთხვევაში ოთხზე მეტი არ უნდა იყოს, საყურეების ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ისინი შეესაბამებოდეს ტანისამოსს და უმთავრესია, რომ ყველა სამკაული ერთი მატერიისგან იყოს დამზადებული.
ხელები და თითები – მოვლილი ხელები საკმაოდ იზიდავთ მამაკაცებს, მოუვლელი კი ძალიან უარყოფითად მოქმედებს მათ თქვენდამი განწყობაზე. მნიშვნელობა არ აქვს ლაქის ფერს, შეარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ.
მაკიაჟი – მსუბუქი და ბუნებრივი მაკიაჟი ტყუილად არაა ყველაზე პოპულარული. მამაკაცს სურს გვერდით ქალი ჰყავდეს და არა შეღებილი თოჯინა, რომელსაც ისე ვერ აკოცებ, რომ სახე არ დაისვარო.
არომატი – მამაკაცების უმეტესობას მსუბუქი არომატი მოსწონს, რომელიც მას სურვილს უჩენს, თქვენთან ახლოს იყოს, ამიტომ მკვეთრ სუნამოებს ნუ შეარჩევთ.
სათვალე – უნდა იყოს გემოვნებით შერჩეული და გიხდებოდეთ, თუმცა ეს ისედაც გასაგებია. მთავარი ისაა, რომ ზედმეტად ექსტრავაგანტულ სტილს მოერიდოთ.