ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თოომას ჰენდრიკ ილვესი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების პროტესტს გამოეხმაურა. ადმინისტრაციის ბრიფინგზე ევროკავშირის დროშაც ჩანდა.
“რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას – დემოკრატიის, ადამიანის უფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს – საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე? ვერც ახლა და არც მომავალში, ვერ მოხვდებით [ევროკავშირში] ჩვენი სიმბოლოების მითვისებით”, _ დაწერა მან Twitter-ზე.