მისი თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის გათავისუფლებაა.
“ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს პოლიციის სამმართველოს უფროსი. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოვლენების იმგვარი განვითარების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბათუმში.
ნიღბიანი ახალგაზრდები ხელჯოხებით არიან შეიარაღებულნი.”, – განაცხადა მერაბ წულუკიძემ.
მერაბ წულუკიძის თქმით, აქციის მონაწილეები საკმაოდ აგრესიულები არიან. მისი თქმით, ამ წუთებში პოლიციის სამმართველოს ეზოში ორი ავტომანქანა შემოიჭრა.
“აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ვინც არის დარჩენილი საკმაოდ აგრესიულია.
პოლიციის სამმართველოს წინ ორი ავტომანქანა შემოიჭრა, რომელიც წრეზე დადის და ხმამაღალი შეძახილებით მას თანადგომას უცხადებენ აქციის მონაწილეები.
ასევე, იწვის რამდენიმე ავტომობილი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შეაგდეს აქციის მონაწილეებმა მაშხალები სამმართველოს ეზოში და როგორც ჩემთვის ცნობილია,
დაკავებულების გათავისუფლება მოხდა, თუმცა მათი ნაწილი დაშლას არ აპირებს”, – განაცხადა მერაბ წულუკიძემ “მოამბის” პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს.
ჯერჯერობით უცნობია, რა მდგომარეობაა ქალაქის სხვა უბნებში. მერაბ წულუკიძის თქმით, ძირითადი ეპიცენტრი ტბელ აბუსერიძის ქუჩაა.