ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და მოადგილე ნიკა ბოლქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ძლიერი წვიმის შედეგად სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქზე ვრცელდება.
„მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მობილიზებული იყო “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჯგუფები. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია, ამ ეტაპზე მუნიციპალური სამსახურების და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, არსებული გამოწვევების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.“ – აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

































































