თბილისის ცენტრში, შს მინისტრის ყოფილ მოადგილს, გელა ხვედელიძეს დაესხნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
რაც შეეხება გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, გელა ხვედელიძე 2013 წლის მაისში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დაკავეს, მოგვიანებით მას პირობითი სასჯელი შეეფარდა.
საქმე ეხებოდა 2013 წელს, ინტერნეტით გავრცელებულ კადრებს, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირად ცხოვრებას ასახავდა. როგორც მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გელა ხვედელიძემ ჟურნალისტის ბრალდებების საპასუხოდ, შურისძიების მიზნით, ინტერნეტით გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
ამავე თემაზე: