შესყიდვის ობიექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება (პროექტისა და ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზის ჩათვლით) – ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არის გამოქვეყნებული. შესყიდვის სავარაუდო თანხა 130 000 ლარია.
წინადადებების მიღება 10 ივნისს მთავრდება.
ამავე ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი იმ პროექტების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 15 საჯაროს სკოლაში.
სსიპ -არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლა – 1. სკოლის ეზოს შესასვლელთან ბილიკის გვერდებზე მოსაწყობია ბორდიურები;
2. სკოლის ეზოში უნდა მოეწყოს მინი სპორტული მოედანი 300 000 ათარი ლარი; სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა – 1. მოსაწყობია სპორტული დარბაზის გარშემო სადრენაჟე სისტემა, უნდა განხორციელდეს დარბაზის სრული რეაბილიტაცია; ასევე, შესაცვლელია სახურავის კონსტრუქცია; მოსაწესრიგებელია ელექტროობა (ელექტოენერგიის ფარი კიბის უჯრედშია და საჭიროებს გადაადგილებას); ძირითადი კორპუსის სარდაფში დასამონტაჟებელია ჭკვიანი წყალსაქაჩი ტუმბოები – 500 000 ლარი; სსიპ ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა – დასამონტაჟებელია ახლი ლიფტი შენობის გარედან ლიფტის უჯრედით, 250 000 ათასი ლარი; სსიპ -წმ. გაბრიელ ეპისკოპოსისის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა – 1. სკოლაში უნდა მოეწყოს წყალმომარაგების კვანძი; 2. სპორტ დარბაზში აღდგენილი უნდა იქნას კედლის საფარი; 3. მოსაწესრიგებელია სახანრო უსაფრთხოების სისტემა სრულად.
4. უნდა მოეწყოს ღია სპორტული მოედანი, 400 000 ლარი, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის შერწყმული ეკალდიდის საბაზო სკოლა – 1. აღსადგენია სკოლის ფასადის ნაწილი (უნდა განხორციელდეს მობათქაშება); 2. სკოლის შესასვლელში ეზოში დგება წყალი; უნდა განხორციელდეს წყალარიდების სამუშაოები, 100 000 ლარი, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა – დარბაზში ლითონის კონსტრუქციებით გასაკეთებელია ტრიბუნა, 70 000 ლარი, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა -1. სკოლის ორივე შესასვლელი ქუდის მოწყობა; 2. ღობის შეკეთება – 100 000 ლარი, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა (საშუალო) – 800 000 ლარი, სსიპ ქალაქ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა – 1. მოსაწყობია შენობის სადრენაჟე სისტემა; 2. დასამატებელია სახანძრო კვანძები;
3. უნდა მოეწყოს ეზოს შემოღობვა; უნდა განხორციედეს ძველი საკანალიზაციო ჭის დემონტაჟი – 250 000 ლარი; სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა – 1. საჭიროა სკოლის უკანა მხარეს წინაფრების მოწყობა; 2. შენობასთან მოსაწყობია ბეტონის მონოლითური კიუვეტი; 3. შესაცვლელია სარდაფში არსებული წყალისა და კანალიზაციის მილები; 4. შესაცვლელია ეზოში არსებული მინი მოედნის მავთულბადე – 300 000 ლარი, სსიპ ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა (საშუალო) – დაზიანებული საწვიმარი ღარების აღდგენა და ფასადის ოთხივე მხარის შეფუთვა, 278 100 ლარი, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლა (საბაზო) – საჭიროა სანიაღვრე არხის მოწყობა დაახლოებით 250 მ ნაწილი იქნება მონოლითური ბეტინი ხოლო ნაწილი გრუნტის არხი, 46 350 ლარი, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლა (საშუალო) – 1. შიდა წყალგაყვანილობა; 2. გათბობა; 3. ჭის დაღრმავება (წინასწარ უნდა განისაზღვროს შედეგიანი იქნება თუ არა ჭის დაღრმავება), 133 900, სსიპ თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლა (საშუალო) – სპორტდარბაზის სარემონტო სამუშაოები, 150 000, სსიპ აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა – მოსაწყობია სკოლის წყალმომარაგების სისტემა (დაახლოებით 1 კმ მანძილიდან სკოლაში მისაყვანის წყალი), 69 805 ლარი, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლა – 1. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა. 2. რეაბილიტაციას საჭიროებს 5 საკლასო ოთახის იატაკი და ჭერი, ასევე, დერეფანის კედლები, იატაკი და ჭერი – 275 000 ლარი.
ავტორი

































































