https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა წერია აუდიტის დასკვნაში და რატომ შეაქვთ ეჭვი გუბერნატორის მოადგილის კეთილსინდისიერებაში

10:09; 17.09.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლის აუდიტი დაასრულა. დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა „გურია ნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი რამდენიმე დეტალი ამ დასკვნიდან.

მათგან ყველაზე მნიშნელოვანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აუქციონის წესით გაცემული რამდენიმე მიწაა, რომელიც ზღვისპირა ზოლთან ახლოს მდებარეობს და რომლებიც ძალიან იაფად არის შეფასებული და გაყიდული.

მყიდველები კი ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.

ეს არის ერთ-ერთი საფუძველი სახელმწიფო აუდიტის ეჭვისა, რომ „ადგილი ჰქონდა საეჭვო გარიგებებს“.

ერთ-ერთ ასეთ მძიმე მაგალითად დასკვნაში დასახელებული გურიის გუბერნატორის მოადგილის ქეთევან მოისწრაფეშვილის ოჯახის წევრების მიერ გახორციელებული შესყიდვა.

უფრო კონკრეტულად კი, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ აუქციონზე 2.5 თეთრად გაყიდული 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი, აუქციონიდან 4 დღეში, ამავე ფასად მყიდველისგან შეიძინეს მოისწრაფეშვილის მამამ და ძმამ, რომლებმაც მიწის ნაწილი, შეძენიდან ერთ კვირაში გაყიდეს _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ ნაწილში 18 დოლარი აიღეს, მეორე ნაწილში კი _ 21 დოლარი (საუბარია ერთ კვადრატული მიწის ფასზე).

„გურია ნიუსმა“ დაადგინა, რომ იმ დროს, როცა მოისწრაფეშვილებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, უმუშევრები იყვნენ _ გუბერნატორის მოადგილის მამას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება; ასევე, შემოსავალი არ აქვს მის ძმას, რომელიც სტუდენტია.

ქეთი მოისწრაფეშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:

_ ვერაფერს გეტყვით, რადგან პირველად მესმის. მოვიკითხავ, რა ხდება.

_ თქვენმა ოჯახის წევრებმა რომ აუქციონზე ნაყიდი მიწა რამდენიმე დღეში იმავე ფასში იყიდეს და ერთ კვირაში თითქმის 2 000-ჯერ (!) მეტად გაყიდეს, ამის შესახებ არაფერი იცით?

_ არა, ნამდვილად არ ვიცოდი. და აუქციონზე ნაყიდი თუა, რატომაა პრობლემა?

_ აუქციონზე იყიდა სხვა პირმა, რომლისგანაც მეოთხე დღეს მამათქვენმა და თქვენმა ძმამ შეიძინეს იმავე ფასში და გაყიდეს მალევე ძალიან ძირად. ეს სერიოზულ ეჭვებს ბადებს… მით უმეტეს, რომ არც მამათქვენი მუშაობს და თქვენი ძმაც სტუდენტია…

_ მამაჩემს სახელმწიფო სამსახურში არასდროს უმუშავია.

_ არც სხვაგან აქვს ნამუშევარი. ჩვენ გადავამოწმეთ და მიწების შეძენის დროსაც უმუშევარი იყო…

_ კი, ვერც დააფიქსირებდით ვერსად. ის ხშირად გადის საქართველოდან, _ გვითხრა მოისწრაფეშვილმა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ შეუძლია, რადგან ინფორმაციას არ ფლობს.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში, ასევე, მოხვდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის მერაბ წივწივაძის მიერ შეძენილი 1 ჰექტარი და 400 კვ. მიწის ნაკვეთი, რომელიც, აუდიტის თქმით, ასევე, იაფად არის შეფასებული.

წივწივაძე ამბობს, რომ მან მიწა კანონის სრული დაცვით შეიძინა:

_ მე წლებია, სოფლის მეურნეობას მივდევ და ეს ჩემი სფეროა. აუქციონზე ვიყიდე მიწა ჩემი საქმიანობისთვის _ ბამბუკის გასაშენებლად. ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და ადგილზე ნახოს _ სრული ჭაობია. არანაირ უკანონობას ადგილი არ ჰქონდა. არც დავმალულვარ _ ჩემი სახელით შევიძინე. რაიმე უკანონო რომ ყოფილიყო, უამრავი ნათესავი მყავს და მათ ვაყიდინებდი.

არ მესმის, აქ რატომ გაჩნდა კითხვები. ვინმეს არ ეგონოს, ეს მიწა „ბლექ სი არენასთანაა“. ე. წ. ლეკიანშია, საფერმე ადგილებზე და ამ ტერიტორიის წინ, თხილით გაშენებული 1 კვ. მიწა სულ ცოტა ხნის წინ 1 ლარად და 60 თეთრად გაიყიდა, _ გვითხრა წივწივაძემ.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში საეჭვო გარემოებად არის მიჩნეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას დის, სოფელ შრომის ყოფილი გამგებლის მაყვალა დარჩიას სიძის _ ბახვა ჩხარტიშვილის მიერ შეძენილი მიწები.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩხარტიშვილია ის პიროვნება, რომელმაც „ნავსი“ გატეხა და სწორედ მან შეიძინა პირველად მიწა ძალიან იაფად.

დავით დარჩია ამბობს, რომ ამ საქმის შესახებ არაფერი იცის. მაყვალა დარჩია აღნიშნავს, რომ მის სიძეს მასთან არაფერი შეუთანხმებია:

_ მას შემდეგ გავიგე, რაც დაიწერა. რა შუაში ვარ მე ან ჩემთან რატომ უნდა შეეთანხმებინა ბახვას რაიმე. მან ჩემზე უკეთ იცოდა მიწის ფასი _ წლების მანძილზე მუშაობდა გამგეობაში, _ ამბობს მაყვალა დარჩია.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები ბახვა ჩხარტიშვილთანაც გაგვერკვია, თუმცა, მან „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებსა არ უპასუხა.

არადა, კითხვები ბევრი იყო _ მით უმეტეს, რომ ჩხარტიშვილი 2012-2014 წლებში, მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე იყო, ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მის მიმართ იაფად გაყიდულ ქონებასა და მიწებზე კითხვები იმ პერიოდშიც არსებობდა.

ჩვენი ინფორმაციით, ეს კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც აქვს, რომელიც დაბალ ფასად გაყიდული მიწების საკითხს სწავლობს.

ჩვენი წყაროს თქმით საგამოძიებო უწყებას აქვს ეჭვი, რომ ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ვიღაც მითითებებს აძლევდა:

_ სულ პირველი აუქციონი, რომელზეც ძალიან იაფად გაიყიდა მიწა, სწორედ ბახვა ჩხარტიშვილმა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მიწა აუდიტის მიერ იყო შეფასებული, კითხვები მაინც გაჩნდა. ამის შემდეგ ვეღარ შეძლეს ფასის დაწევა და ინერციით წავიდა ყველაფერი. იმის გამო, რომ კითხვები არ გაჩენილიყო, სულ დაბალ ფასში გაყიდეს მიწები. სწორედ ამ საკითხებს სწავლობს ახლა სუს-ი, _ ამბობს ჩვენი წყარო.

ამ ფაქტის გარდა, სუსი, ასევე, სწავლობს კიდევ ერთ საეჭვო აუქციონს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც ყურადღებას ამახვილებს. საქმე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გაყიდული მიწებს _ 18 350 კვადრატული მეტრი მიწაში სოფელ შემოქმედში მცხოვრებ ლაშა მგელაძეს 9 633. 75 ლარად აქვს შეძენილი ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში 50 თეთრია გადახდილი.

სუს-ის მიერ გაკეთებულ პირველად დასკვნაში გარკვევით წერია, რომ აუდიტის მიერ მიწის შეფასება კანონის გვერდით ავლით მოხდა და მას ამაში გამგეობის თანამშრომელი დაეხმარა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 მარტს და, ასევე, 2017 წლის 17 აგვისტოს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დადგენა დამოუკიდებელი აუდიტორის დავით რობაქიძის მიერ მოხდა კანონით დადგენილი წესებით დარღვევით. კერძოდ, გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი დავით რობაქიძე საერთოდ არ ყოფილა შესაფასებელ ობიექტზე, არ გამოუყენებია მიწის ნაკვეთის შეფასების არც ერთი კრიტერიუმი და ფასის განსაზღვრისას დაეყრდნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსის, მალხაზ გორგოშიძის მიერ მიწოდებულ არარეალურად დაბალ ფასს _ 1კვ.მ _ 0.50 ლარი“, _ წერია დასკვნაში, რომელშიც, ასევე, აღნიშნულია, რომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ აღნიშნული მიწის 1 კვ.მ 43 ლარად შეაფასა.

რატომ გადაუგზავნა აუდიტს ასეთი ფასი და ვისი მითითებით გააკეთა ეს, მალხაზ გორგოშიძისგან ვერ გავიგეთ. ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ კი ტელეფონი გათიშა და ზარებს არც მოგვიანებით უპასუხა.

რაც შეეხება აუდიტს _ დავით რობაქიძე ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია:

_ ზოგან ჩავდიოდი და ზოგან _ არა. მიწის შეფასების დროს არაა აუცილებელი ჩასვლა. სადმე წერია, რომ ყველგან უნდა ჩავიდე?! _ გვითხრა რობაქიძემ.

აუდიტი ამბობს, რომ არ არსებობს ფაქტი, სადაც სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე სამმაგად მეტად მიწა გაყიდულიყოს.

_ მაქ მიწა ღირს 3 და 5 თეთრი, მე შეფასებული მაქვს 50 თეთრად. ეს ის მიწებია, რომელიც კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა გამოყენებული. მინიმალური საპრივატიზაციო ფასი დავადე მე.

_ რატომ არ დაადგინეთ საბაზრო ფასი?

_ მეტად არ იყიდება. მე იმერეთიდან ვარ და განახებთ, რომ ლარნახევრად და ორ ლარად, საკარმიდამო, განაშენიანებული, შემოღობილი მიწები იყიდება.

_ ბატონო დავით, თქვენ მიერ ორლანახევრად შეფასებული მიწა მყიდველმა ერთ კვირაში 18 დოლარად გაყიდა

_ შეიძლება ვიღაცა გამოიჭირო და გაყიდო. მაგაზე არაა საუბარი. მე გეუბნებით, რა ღირს მიწები, რომლებზეც განაშენიანებაც არის, სადაც გაზიც არის და წყალიც მიყვანილი. აქ კი არის მიწები, რომლებიც კომუნისტების დროსაც არ გამოყენებულა. არც საძოვარი ერქვა, არც _ სახნავი. არავის არასდროს გამოუყენებია. ახლა ამოიდგა ყველამ ენამ და ლაპარაკობს ამდენი და იმდენი ღირსო.

_ ბატონო დავით, არსებობს ეჭვი, რომ მიწის დაბალ ფასად შეფასებისთვის მითითებებს იღებდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან…

_ არავისთან არ მქონია კონტაქტი ქონების მართვის სამსახურის გარდა. თვალით არ მინახავს გამგებელი, ან რატომ უნდა მენახა?!

_ ძალიან დაბალ ფასში აფასებთ მიწებს და ეჭვები რომ ჩნდება, ბუნებრივია..

_ ამაზე გითხარით უკვე. ვიყავი სუს-ში და კითხვებზე პასუხიც გავეცი. მე ვადებდი ქონებას ფასს და ვინმეს თუ უნდოდა, მოემატებინა ფასი.

_ ფასს სხვა როგორ მოამატებდა, ბატონო დავით?! თქვენ ხომ აუდიტი ხართ და სწორედ მაგიტომ გიკვეთავენ მომსახურებას, რომ ფასი დაადგინოთ… თქვენ გაქვთ ამის ვალდებულება და ამის პარალელურად ირკვევა, რომ თქვენ არც კი ჩამოდიოდით ადგილზე…

_ ზოგან ჩამოვდიოდი, ზოგან _ არა.

_ ზოგან რომ არ ჩამოდიოდით და ამ არჩამოსულზე შეფასებულ მიწებზე რომ ვიღაც დიდი სარგებელს ნახულობდა, ესაა სწორედ პრობლემა. თქვენს მიერ შედგენილი აუდიტის საფუძველზე მილიონობით ლარის ზარალი აქვს სახელმწიფოს მიყენებული…

_ რას ლაპარაკობთ!!! რა ზარალი, რის ზარალი?! ახლა, ურეკში არასასოფლო მიწა 15 დოლარი ღირს 1 კვ.მ., ეს მიწები კი სასოფლოა და არ არის ზღვისპირეთში. ამას მიაქციეთ ყურადღება. აბსურდია ჩემთვის რაიმეს დაბრალება. არ ყოფილა ბუნებაში და ვერც ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ვინმესთან გარიგებაში ვიყავი, _ გვითხრა რობაქიძემ.

გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავს ლაშა მგელაძეც _ იგი ამბობს, რომ მიწა კეთილსინდისიერად შეიძინა და აუქციონში სხვა დროსაც მიუღია მონაწილეობა:

_ არანაირი კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი. გამოცხადდა აუქციონი და შევიძინე მიწა. სხვა დროსაც მიმიღია აუქციონში მონაწილეობა. რაა ამაში საეჭვო?!

_ ძალიან იაფად გაქვთ შეძენილი და არსებობს ეჭვები, რომ გარიგებას ჰქონდა ადგილი… ამის ერთ-ერთ არგუმენტად კი თქვენი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის მეგობრობა სახელდება…

_ მე შემოქმედში ვცხოვრობ და შემოქმედელია მერაბ ჭანუყვაძეც. ის მთელ შემოქმედთან მეგობრობს და ამის გამო აუქციონში მონაწილეობა ვერავინ უნდა მიიღოს? ოზურგეთში ყველა ყველას ნაცნობი, მეგობარია და ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ვიცხოვროთ?! არც არავისთან შევსულვარ გარიგებაში და არც არაფერი დამიშავებია. მე კეთილსინდისიერად შევიძინე მიწა, _ ამბობს მგელაძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ ყველა მიწა კანონმდებლობის სრული დაცვით არის გაყიდული:

_ მიწის ფასს არ ადგენს არც გამგებელი და არც გამგეობის რომელიმე თანამშრომელი. მიწის ფასის დადგენა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და მის სარეალიზაციო ღირებულებას ადგენს დამოუკიდებელი ექსპერტი.

_ ბატონო მერაბ, თქვენი გამგებლობის დროს გაყიდული მიწის ფასი ძალიან დაბალია. ეს მიწები შეძენილი აქვთ ჩინოვნიკებს, ან მათ ახლობლებს. ერთ-ერთი მათგანი, ვგულისხმობ ლაშა მგელაძეს, თქვენი მეგობარია… სახელმწიფო აუდიტს აქვს ეჭვი, რომ გარიგებებს ჰქონდა ადგილი…

_ ეს არის ტყუილი! რას ქვია, ჩემი გამგებლობის დროს გაიყიდა იაფად მიწები?! ყველა მიწა გაყიდულია კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პროცედურის სრული დაცვით, საჯარო აუქციონის წესით! როგორც უკვე გითხარით, მიწის ფასს არ ადგენს არც გამგებელი და არც გამგეობის რომელიმე თანამშრომელი!

მიწის ფასის დადგენა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და მის სარეალიზაციო ღირებულებას ადგენს დამოუკიდებელი ექსპერტი. რაც შეეხება ლაშა მგელაძეს _ მის აუქციონში მონაწილეობას საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ჩემთან, რადგან მაგ დროისთვის მე გუბერნატორი გახლდით და შეხება არ მქონდა აუქციონთან. ეს არის ტყუილი, რომელიც მიმართული იყო ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისთვის.

ასე რომ, რა ეჭვიც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, სიმართლე არის ერთი _ გამოძიება დაწყებულია და თუ რომელიმე მხარე არაკეთილსინდისიერად იყო ამ პროცესებში ჩართული, პასუხს აგებს კანონის წინაშე, _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.

 ამავე თემაზე: შარაშენიძის გამგებლობის მიწურულს ჩატარებული აუქციონები – კვადრატული 12 ლარად სიძისთვის

მილიონიანი სახელმწიფო ქონება 9 ათას ლარად გაიყიდა_ კორუფციული გარიგება თუ კანონიერი გასხვისება

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რატომ ჩაიშალა სასწავლო პროცესი შრომისუბნის საჯარო სკოლაში

უილმინგტონი ჩრდილოეთ კაროლინას მოწყდა

ყველა სიახლე

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27.12.2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025
სამართალი

სუს-ი: კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

15:55; 27.12.2025
სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო