უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი, არ მივიდეს თუ არ არის აცრილი და ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა, ზრდის ტემპი შემცირებულია.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შესაკავებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.