საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, ხმის მიცემისას არჩევანს პოლიტიკური ლიდერის სასარგებლოდ აკეთებს და არა პარტიის გამო.
„ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ კვლევაში კითხვაზე _ “ხმის მიცემისას, უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა, თუ ლიდერების ვინაობა,” გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ მნიშვნელობას პოლიტიკურ ლიდერს ანიჭებს.
39%-ისთვის კი ხმის მიცემის პროცესში მნიშვნელოვანია, პარტიის საარჩევნო პროგრამა.
ამავე კვლევაში, გამოკითხულ რესპონდენტთა 66% ამბობს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა არასოდეს წაუკითხავს.
მხოლოდ 33% აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების საარჩევნო გეგმას ეცნობა.