THE TELEGRAPH-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტთან განგაშია გამოცხადებული.
თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს თუ როგორ დაეჯახა ავტომობილი რამდენიმე ფეხით მოსიარულეს, შემდეგ ვესტმინისტერის ღობეს, რის შემდეგაც მძღოლი პარლამენტის დაცვისკენ გაიქცა.
მათივე თქმით, მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციის ოფიცერს თავს დაესხა, რის შემდეგაც 3 გასროლის ხმა გაისმა.
როგორც ცნობილია, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში პარლამენტის მოედანზე საგანგებო ვერტმფრენი დაეშვა და საჰაერო სასწრაფო დახმარების ექიმები დაშავებულებისკენ გაიქცნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით პარლამენტში მყოფ პირებს შენობაში დარჩენა ჰქონდათ ნაბრძანები.
როგორც ცნობილია, პარლამენტში ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი იმყოფებოდა თუმცა მან პარლამენტის შენობა და მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის გამო მეტრო სადგური დაიკეტა და ტრანსპორტის გადაადგილება შეჩერდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, შესაძლოა, რომ მომხდარი ტერორისტული ინციდენტი იყოს.
ამავე თემაზე: