
“როგორც ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის წინ აშკარაა რომ სოციალურ ქსელში გააქტიურდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავენ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში და განსაკუთრებით კი – ლეგალური სტატუსის არ მქონე საქართველოს მოქალაქეებში გარკვეული პანიკის შექმნას და ამით “ქართული ოცნების” და ქართული სახელმწიფოს მიღწევისათვის ჩრდილის მიყენებას, ევროინტეგრაციის წარმატებული პროცესისათვის ხელის შეშლას და ქართველი ხალხის არჩევანისთვის – ევროპის ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისკენ მისწრაფების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას… ვფიქრობ, მარტო ვიზალიბერალიზაციის მიღწევა საკმარისი არაა და საჭიროა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მუდმივი ინფორმირება და კონსულტირება… ვიზალიბერალიზაცია პროცესია და ამიტომაც სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა უნდა იყოს უფრო და უფრო მეტად ჩართული ამ პროცესში… მისი ეფექტურად და ჩვენი თანამემამულეების საკეთილდღეოდ განსახორციელებლად”, _ წერს კვაჭანტირაძე.