https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ვიცით ყაველაშვილის ქონების შესახებ

14:45; 27.11.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა, რომელიც “ქართული ოცნების” და შემდგომ ამ პარტიის განაყოფის –  “ხალხის ძალის” ლიდერი იყო. ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტებში.

როგორც Bm.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, “ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფლობს ავტოფარეხს 88 კვადრატული მეტრის ფართობით, თბილისში გაბაშვილის ქუჩაზე. ამასთან, მიხეილ ყაველაშვილი წინა დეკლარაციაში უთითებდა ზრდასრულ გერს _ გიორგი ივანიშვილს, რომლის სახელზეც თბილისში ჭავჭავაძის 83-ში მდებარე 134 კვადრატული მეტრის ბინა იყო გაფორმებული.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მიხეილ ყაველაშვილი დეკლარაციაში უთითებს საბანკო ანგარიშებზე არსებულ 8 ათას ლარს და 387 ევროს, საბანკო ვალდებულებებიდან კი მიხეილ ყაველაშვილი უთითებს 2017 წელს აღებულ სესხს 84 ათასი ლარის ოდენობით. ამ სესხის მომსახურებაზე გასულ წელს ყაველაშვილმა 22 829 ლარი დახარჯა.

დეპუტატის ანაზღაურების სახით მიხეილ ყაველაშვილმა 49 416 ლარი მიიღო.

ქონებრივ დეკლარაციაში მიხეილ ყაველაშვილი უთითებს შპს გეომაკის 40%-იან წილს და აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობით მას გასულ წელს სარგებელი არ მიუღია.

ყაველაშვილის ბოლო დეკლარაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/151242.

2023 წელს, მართველობის მონიტორინგის ცენტრმა (GMC) გამოაქვეყნა მოკვლევა ყაველაშვილის ქონების შესახებ, რომელსაც უცვლელად, გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ მოკვლევა გამოქვეყნდა 2023 წელს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული ე.წ. “რუსული კანონი“, რომელიც წინა წელს, სწორედ “ხალხის ძალამ“ დააინიცირა:

“მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ქართველი სპორტსმენია, რომელიც საზოგადოების მოზრდილმა ნაწილმა არა საფეხბურთო, არამედ პოლიტიკური საქმიანობით გაიცნო. ხალხის ძალად ცნობილი, ქართული ოცნების არაფორმალური ქვედანაყოფის სხვა დეპუტატებთან ერთად, იგი  რუსული კანონის მიღებისთვის იბრძოდა, მიზეზად კი გამჭვირვალეობას ასახელებდა. ამავე დროს, მიხეილ ყაველაშვილი ქონებრივ დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. ანტისადასვლურად განწყობილი დეპუტატის და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჭვირვალეა.

მიხეილ ყაველაშვილი 2016-2020 წლებში საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2020 წლიდან დღემდე კი X მოწვევის პარლამენტის წევრია. მიხეილ ყაველაშვილი წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” წევრი იყო, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში პარტია დატოვა და სხვებთან ერთად მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა. საინტერესოა, რომ პარლამენტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე ყაველაშვილის განათლების გრაფა ცარიელია, სამუშაო გამოცდილება კი, ძირითადად, მის საფეხბურთო კარიერას უკავშირდება.

“აგენტების” კანონპროექტის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ყაველაშვილი იყო, ევროკავშირმა ცალსახად აღნიშნა, რომ „ეწინააღმდეგებოდა 12 რეკომენდაციის პრინციპებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. აღსანიშნავია, რომ ე.წ “რუსული“ კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატის ორი შვილი საქართველოს საზღვრებს გარეთ, კონკრეტულად კი მარიამ ყაველაშვილი _ ინგლისში, მანჩესტერში, ხოლო გურამ ყაველაშვილი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დაიბადა.

მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც “უცხოური გავლენის” კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქმიანობას არავის უზღუდავს. მისი მიზანია, ხალხმა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნებს ემსახურება. თუმცა, თავად არაკეთილსინდისიერად ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და დეკლარაციაში სრულყოფილად არ ასახავს ინფორმაციას.

მიხეილ ყაველაშვილი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას 2016 წლიდან ავსებს. საინტერესოა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ ყაველაშვილი ორჯერ, 2017 და 2019 წლებში სწორედ დეკლარაციების არასწორად შევსების გამო დააჯარიმა; უფრო კონკრეტულად კი, მან არ დაადეკლარირა სრული ინფორმაცია საბანკო ანგარიშებისა და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ. ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ 2 108 ლარი შეადგინა.

“ფლანგვის დეტექტორმა” გადაწყვიტა, უფრო დეტალურად შეესწავლა, თუ რა ქონებას ფლობს დეპუტატი და როგორ შეიცვალა 2016 წლიდან დღემდე მიხეილ ყაველაშვილის ქონებრივი დეკლარაციები.

რა ქონებას ფლობს ყაველაშვილი?

2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ქონებას მხოლოდ 2007 წელს, 22,000 აშშ დოლარად, გაბაშვილის ქუჩაზე შეძენილი 88 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი წარმოადგენს.  დეპუტატის და ოჯახის წევრების საკუთრებაში არ ფიქსირდება არც ერთი სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება.

დეპუტატის დეკლარაცია დიდწილად ცარიელია, თუმცა რამდენად ნიშნავს ეს, რომ ის მართლაც არ ფლობს სხვა ქონებას? თუ დეკლარაციის არასწორად შევსების ფაქტებს გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2022 წლის დეკლარაცია სრულად ასახავდეს რეალურ მდგომარეობას.

2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მოკრძალებული იყო დეპუტატის შემოსავალი, გასავალი კი ფაქტობრივად არ ჰქონია. 2021 წელს ყაველაშვილის და მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პარლამენტის წევრის ხელფასი იყო, რომელიც 53,449 ლარს შეადგენდა.  დეპუტატს წლის მანძილზე არ ჰქონია რაიმე სახის გასავალი. მისი და ოჯახის წევრების ანგარიშებზე დანაზოგის სახით, ჯამში, მხოლოდ 13,556 ლარი ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას უფრო მეტი შემოსავალი და ქონება უფიქსირდებოდა ვიდრე 2022 წელს. შესაბამისად, ყაველაშვილი იმ იშვიათ დეპუტატს შორის არის, ვისი ქონებაც არა თუ გაიზარდა წლების მანძილზე, არამედ შემცირდა.

ნავთობის ბიზნესი ციურიხში

მიხეილ ყაველაშვილმა 2009 წლის 23 ოქტომბერს, სხვა პარტნიორებთან ერთად, შევიცარიაში კომპანია GTL Oil trade and invest gmnh დააარსა. შვეიცარიის ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის საქმინობის სფეროს ნავთობით ვაჭრობა, ნავთობის ბიზნესში ინვესტირება, ასევე ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომერციული ან ფინანსური საქმიანობას წარმოადგენდა;

მიხეილ ყაველაშვილი კომპანია GTL Oil trade and invest gmbh-ში 24,5%-იან წილს ფლობდა, ხოლო მისი ბიზნეს პარტნიორები გია და გოჩა მახათაძეები იყვნენ. კომპანია GTL Oil trade and invest gmnh, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა დეპუტატისთვის მომგებიანი. 2020 წელს კომპანიამ დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, გაკოტრების საფუძველზე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არანაირი აქტივი არ გააჩნდა, 2021 წლის 5 იანვარს შვეიცარიის სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილებით გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო კომპანიის სახსრების არარსებობა ლიკვიდაციის მომსახურებისთვის (“liquidation service fee”) გადასახდელად, ან სხვა კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულება.

საბოლოოდ, ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი სულ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. შვეიცარიის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2023 წლის 23 მარტს, კომპანია GTL Oil Trade and Invest GmbH -ის ლიკვიდაცია მოხდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ შეძლო პროცესთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვა.

საინტერესოა, რა თანხის გაღება დაჭირდება დეპუტატას, პარტნიორებთან ერთად, აღნიშნული დავალიანების გადასახდელად და დაადეკლარირებს თუ არა ამ ინფორმაცის მიხეილ ყაველაშვილი თავის დეკლარაციაში. თუმცა, 2023 წლის დეკლარაციაში კომპანიასთან დაკავშირებული ხარჯების ხილვა ნაკლებად სავარაუდოა, გამომდინარე იქიდან, რომ დეპუტატი უკვე 2021 წლიდან აღარ უთითებს ინფორმაციას კომპანია GTL Oil trade and invest gmbh-ის შესახებ.

ოჯახის წევრები ქონება და კომპანიები, რომელიც დეპუტატის დეკლარაციებში არ მოხვდა

თამარ ბაგრატიონი, მეუღლე: საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კომპანიაში, შპს “ჯეომაკში“ 40% წილის მესაკუთრე მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონია. კომპანია 2016 წელს დაფუძნდა ლევან ბაქრაძის მიერ, რომელმაც თავისი წილებიდან 40% თამარ ბაგრატიონს 2018 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, 2018 წლიდან დღემდე თამარ ბაგრატიონი კომპანიის წილების 40%-ის მესაკუთრეა.

მეუღლის კომპანია მიხეილ ყაველაშვილს 2019, 2020 და 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჰქონდა ასახული, თუმცა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში კომპანია აღარ არის მითითებული. დეკლარაციით არ ფიქსირდება, რომ კომპანიაში წილები თამარ ბაგრატიონმა გაასხვისა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კი, თამარ ბაგრატიონი კვლავ ფლობს კომპანიის წილების 40%-ს. კომპანიის საქმიანობის შესახებ მითითებულია შემდეგი – რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები.

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლის მონაცემებით შპს “გეომაკმა“, როგორც მე-4 კატეგორიის კომპანიამ, სახელმწიფოს ანგარიშგების  პორტალზე კანონის შესაბამისად ფინანსური დოკუმენტი წარადგინა. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის კატეგორიას მიეკუთვნება კომპანია, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;

ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;

გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

შესაბამისად,  კომპანიას ამ წლების განმავლობაში ჰქონდა შემოსავალი და ბუნებრივია კომპანიიდან სარგებელი უნდა მიეღოთ მესაკუთრეებსაც. თუმცა, 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში, სადაც 2020 წლის განმავლობაში კომპანიიდან მიღებული შემოსავალი უნდა იყოს ასახული,  კომპანიიდან მიღებულ სარგებელში თამარ ბაგრატიონი 0 ლარს უთითებს. 2022 წლის დეკლარაციიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კომპანია საერთოდ ქრება.

მარიამ ყაველაშვილი, შვილი: ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა მიხეილ ყაველაშვილის შვილის, მარიამ ყაველაშვილის ქონებაც. აღსანიშნავია, რომ მარიამ ყაველაშვილი, ოჯახის წევრად 2016-2021 წლების დეკლარაციაში იყო მითითებული, ხოლო 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მარიამ ყაველაშვილი აღარ ფიქსირდება.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ რაც მარიამ ყაველაშვილი დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება, მან დააფუძნა კომპანია. კერძოდ კი 2022 წლის 24 მარტს მარიამ ყაველაშვილმა შპს “მელთფრანჩაიზე“ დააარსა, რომლის 100% მესაკუთრე და დირექტორი თავად არის. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დაფუძნებამდე, 2020 წლის მაისიდან, მარიამ ყაველაშვილი ინდ.მეწარმედ იყო რეგისტრირებული და კომპანია ამის შემდგომ დააფუძნა, რომელიც ბაზარზე მომხმარებლებისთვის ცნობილია, როგორც MELT.

დასკვნა

ქართული ოცნების არაფორმალური განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი ე.წ რუსული კანონის ინიცირებით  ცდილობდა და ორგანიზაციებს გამჭვირვალობისაკენ მოუწოდებდა. ამავე დროს, იგი თავად უარს ამბობს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე და დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. საჯარო სამსახურის ბიურომ დეპუტატის დეკლარაცია 2-ჯერ შეამოწმა და ორივე შემთხვევაში დარღვევები დააფიქსირა. 2023 წელს კომისიის გადაწყვეტილებით დეპუტატის დეკლარაცია კვლავ შეფასდება.  როგორც ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან ჩანს, 2022 წელს დეპუტატის მიერ შევსებულ დეკლარაციაში კვლავ შეინიშნება დარღვევები, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2023 წელს ბიუროს  შემოწმების შედეგად კვლავ მოუწევს დეპუტატის დაჯარიმება დეკლარაციის არასწორად შევსების გამო.

მიხეილ ყაველაშვილი
გაზიარება17Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20 იანვარი, 2026

“სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება _ მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია!”

"ხომ არ აჯობებდა, უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის გვერდში დგომისთვის?!"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026
ზაფრანი

როგორია თქვენი სანუკვარი ფარული ოცნებები

10:38; 21.01.2026
ზაფრანი

პროფესია – ცოლი

10:36; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო