გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი კატეგორია სოლიდურ ალიმენტებს უხდიან ყოფილ ქმრებს. ჰოლივუდში ასეა _ ვისაც მეტი ფული აქვს, განქორწინების შემთხვევაში, ჯიბეში ხელს ის იყოფს.
მადონა _ მეგავარსკვლავებს თამაშის თავისი წესები აქვთ. თავისუფლებისთვის უნდა გადაიხადო. მადონასა და გაი რიჩის შემთხვევაში, რიჩის ადვოკატებმა თავისი კლიენტის სასარგებლოდ მადონას 90 მილიონი დოლარი აწაპნეს.
ჯენიფერ ლოპესი _ სრულიად უცნობი მოცეკვავე კრის ჯადი ერთ დღეს ჯენიფერ ლოპესმა შეამჩნია. შეამჩნია და ცოლადაც გაჰყვა. ბედნიერებამ მხოლოდ 9 თვე გასტანა, მაგრამ ჯეი ლოს ის 18 მილიონი დოლარი დაუჯდა. კრის „გულთამპყრობელმა“ სწრაფად და უშრომელად ჩაიჯიბა მილიონები.
ბრიტნი სპირსი _ მოცეკვავე მამაკაცებს ძალიან უმართლებთ. ყოველ შემთხვევაში, ჰოლივუდელ „ლამაზმანებთან“. როცა ბრიტნი სპირსი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, ცოლად გაჰყვა საკუთარ კორდებალეტის მოცეკვავეს კევინ ფედერლაინს. ერთწლიანი მშფოთვარე ოჯახური ცხოვრების შემდეგ, ბრიტნიმ თავისუფლება 3 მილიონ დოლარად იყიდა.