პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, საქართველოს ხალხის გვერდით,_ ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ქრისტიანულმა ტრადიციებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ჩემი ვიზიტი საქართველოში, ამ ისტორიულ ქვეყანაში.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ – საქართველოს ხალხის გვერდით. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ამერიკა ნომერ პირველია, არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტო გახლავს ამ გზაზე. ამერიკა საქართველოს ხალხის გვერდით დგას. დღევანდელი დღე, 25 წლის აღმნიშვნელია ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების. საქართველო იმყოფება ერებისა და ცივილიზაციის გზაგასაყარზე, ათასწლეულის მანძილზე ქვეყანამ უმდიდრესი ტრადიცია შექმნა, თვითმყოფადობა გააჩნია, საკუთარი ენა გააჩნია.
გუშინ საღამოს პირველად ვეზიარე ქართულ სუფრას, ქართულ სამზარეულოს, ტრადიციულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური და ოსური ცეკვები და სიმღერები და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა. დღეს ველით შეხვედრას საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან სიონის საკათედრო ტაძარში“,- განაცხადა მაიკ პენსმა.