340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება – უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გურიის რეგიონიდან აღნიშნული წოდება 14 მეხანძრე-მაშველს ერგო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ეს ის მეხანძრე-მაშველები არიან ვისაც ამ დროისთვის აქვს უმაღლესი განათლება და წოდებაც ავტომატურად მიენიჭათ.
დანარჩენი მეხანძრე-მაშველები კი აღნიშნულ წოდებას აკადემიაში კურსის გავლის შემდეგ მიიღებს. კურსის გავლის საშუალება 3 000-მდე მეხანძრე-მაშველს აქვს.
როგორც ცნობილია, შეხვედრას ყველა სახანძრო-სამშველო განყოფილებიდან, სიმბოლურად, თითო წარმომადგენელი დაესწრო. მეხანძრე-მშველები აღნიშნავენ, რომ ეს სიახლე დამატებითი სტიმული იქნება მათთვის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ოფიცრის წოდებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მეხანძრე -მაშველებმა ახალი სამხრეები მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.