“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში მდებარე სუპერ მარკეტში _ “ჩემი მარკეტი“ ამ კვირაში კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა. ჩვენი წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მარკეტის თანამშრომლებს ვირუსი დაუდასტურდათ, ისინი მაინც აგრძელებენ მუშაობას.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ აღნიშნული ციფრი რეალობას არ შეესაბამება და მარკეტში საქმიანობა რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.
“მარკეტში 25 ადამიანი არ არის დაინფიცირებული კორონავირუსით. ამ დაწესებულებაში, დაახლოებით, 100 ადამიანი არის დასაქმებული და ამ ეტაპზე 10 აქვს დადასტურებული კორონავირუსი.
“ჩემს მარკეტში“ არის სპეციალური სამსახური, რომელიც ყველა წესით დაცვით აკონტროლებს სიტუაციას. პროცესში, ასევე, ჩართულები ვართ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები.
ხვალ იგეგმება ყველა თანამშრომლის ხელმეორედ დატესტვა“, _ გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.