ამ წლის იანვარ-ივნისის გურიაში 42042 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.
ვიდეოჯარიმების სახით დარიცხულმა თანხამ 2361200 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით ისარგებლა 20666 -მა პირმა. 20%-იანი შეღავათით გადახდილმა თანხამ 908960.5 ლარი შეადგინა.
ინფორმაციისთვის, საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით.





























































