ფსიქოლოგების აზრით, ქალებს ცხოვრებაში მხოლოდ სამი ადამიანი უყვარდებათ და თითოეულ სიყვარულის ისტორიას განსაკუთრებული მიზეზი აქვს.
პირველი მამაკაცი, რომელსაც ჩვეულებრივ, თინეიჯერობის პერიოდში ხვდებით ან დაახლოებით საშუალო სკოლაში სწავლის დროს. ეს არის უდანაშაულო, ბავშვური სიყვარული, ის ხშირად ისეთია სიყვარულია, როგორსაც ზღაპრებში კითხულობთ.
ეს არის სიყვარული, რომელიც არზც საზოგადოებისდა არც ოჯახის მოლოდინებს არ ამართლებს. ამ დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, ნერვიულობთ, განიცდით და მნიშვნელობას ანიჭებთ საზოგადოებრივ აზრს.
სიყვარული მთავრდება, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ თინეიჯერობის ასაკში შეაბიჯებთ.
მეორე, ეს არის მკაცრი სიყვარული – ის, რომელიც გაკვეთილად იქცევა ხოლმე. ეს არის სიყვარული, რომელიც სავსეა სიცრუით, ტკივილითა და მანიპულაციებით.
თავიდან ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში არჩევანი იმაზე უკეთესია, ვიდრე პირველი სიყვარული იყო, მაგრამ ხშირად ასეთი ურთიერთობა კრახით სრულდება.
მეორე სიყვარულმა შეიძლება შექმნას მანკიერი წრე, რომელსაც ხშირად თავს ვერ აღწევთ.
მას შეუძლია მოგიტანოთ არაჯანსაღი ურთიერთობა და იმედგაცრუება. ხშირად შეიძლება გახდეთ ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი. ეს ის სიყვარულია, რომელიც გსურდათ საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ…
მესამე სიყვარული – არის ყველაზე მძიმე. ეს არის ის, როდესაც ყველაფერი არასწორად გამოიყურება და ეწინააღმდეგება ყველა იდეალს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სიყვარული. ეს სიყვარული იმდენად მარტივად მოდის, რომ ზოგჯერ არარეალურია. ეს არის კავშირი, რომლის ახსნაც შეუძლებელია, რადგან ის არასოდეს არის დაგეგმილი.
ეს არის სიყვარული წესების გარეშე, რომლისგანაც საკუთარ თავს ვერ იცავთ. ხშირად ადამიანებს უკვირთ თუ რა მოგეწონათ იმ ადამიანში, მაგრამ ნამდვილი სიყვარული აუცილებელი არ არის საზოგადოებრივ ნორმებში ჯდებოდეს.
ეს არის სიყვარული, რომლის კართანაც დგახართ, მიუხედავად იმისა, არ იცით, რამდენი ხანი დასჭირდება პასუხს. ეს არის სიყვარული, რომელიც შეგაძლებინებთ რომ საკუთარი თავი საუკეთესო ვერსიად აქციოთ.
ზოგიერთ ჩვენგანს წლები სჭირდება ლოდინი, რომ რომელიმე მათგანი იპოვოს. არიან ისეთებიც, რომლებიც მესამე სიყვარულს სიბერეში პოულობენ. ხომ გინახავთ ბებია-ბაბუების საყვარელი სურათები, რომლებიც ფოტოებზე თინეიჯერებივით იქცევიან.
მაგრამ ვინ ახერხებს იპოვოს მესამე და ნამდვილი სიყვარული? – ისინი, ვინც პირველ ორ სიყვარულს გამოცდის.