შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკის თანახმად, გურიაში 2025 წლის მესამე კვარტალში ნაროკოლოგიური შემოწმება სხვადასხვა ასაკის მქონე 208 ადამიანს ჩაუტარდა.
შემოწმებულ პირებს შორის 18-24 წლამდე ასაკის 11 მამაკაცია, 25-44 წლამდე ასაკის 108 მამაკაცი, 45-60 წლამდე ასაკის 74 მამაკაცი, ხოლო 60 წელს ზემოთ მყოფი 15 მამაკაცია.
შემოწმებული პირებიდან ნარკოტესტზე დადებითი პასუხი სხვადასხვა ასაკის მქონე 170 მამაკაცს აღმოაჩნდა.






























































