“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიფინგს მართავს.
როგორც მან საუბრისას აღნიშნა, “აგრესიური დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის მიმართ ერთადერთი შეიძლება ჰქონდეს იმას, ვისაც რაიმე აქვს დასამალი” და განმარტა, თუ რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელმაც საზოგადოების აღელვება გამოიწვია.
“ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს. ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მესიასაშუალებების საქმიანობის გამჭირვალობა. ეს არის ერთადერთი საკითხი, რაც წესრიგდება ამ კანონპროექტით.
ქართული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას რეესტრი, რომელშიც აისახება ყველა ამ ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში”,_ განაცხადა კობახიძემ.