ცოტა ხნის წინ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო.
როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას.
განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი – კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ხელმოწერა.