“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის ცენტრალურ მოედანსა და ჭადრების პარკში, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და მემორიალურ სიახლეებს გეგმავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მერია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ოზურგეთელების ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. უახლოეს ხანებში საზოგადოებას დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით“, — წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია სოციალურ ქსელში.
ეხება თუ არა მერის მიერ ნახსენები ცვლილებები ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ მერიამ ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტის წინ საინფორმაციო ეკრანი დაამონტაჟა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

































































