სოფელ შემოქმედში დღეს გამართულ შეკრებაზე ბჟუჟის ხეობის მოსახლეობის მიმართვა გავრცელდა.
მიმართვაში ხუთ პუნქტად ჩამოწერილია ის მოთხოვნები, რომლის შესრულებას “პარვუს ჯგუფისგან” და ხელისუფლებასგან მოითხოვენ ადგილობრივები.
“გაუქმდეს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადდეს ყველა დონის სამართლებრივი აქტი, ნებართვა, შეთანხმება, ხელშეკრულება, ლიცენზია და ა.შ. რომელიც დაკავშირებულია ზემოხსენებულ მშენებლობასთან;
დაუყოვნებლივ შეჩერდეს ბჟუჟის ხეობაში დაწყებული ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა; ხეობიდან გაყვანილი იქნეს სამშენებლო ტექნიკა;
ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეცეთ ხეობაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგის შესაძლებლობა;
დაუყოვნებლივ დაიწყოს გარემოსთან მიყენებეული ზიანის აღრიცხვა შეფასება და ზიანის აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები”,_ წერია მიმართვაში.
ამავე თემაზე:
სოფელ შემოქმედში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ შეიკრიბნენ
ავტორი