მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ქვიშხეთთან ავტომანქანით მტკვარში გადავარდა, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა.
“ჩემს თამარას, ჩემს ,,უკრაინკას” ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო, შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს”, _ წერდა მარიანა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა, მარიანა კი უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია მარიანას გარდაცვალების შესახებ.
“გურია ნიუსი” იზიარებს ოჯახის უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ახლობლებს