შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის I ნახევრის (იანვარი-ივნისი) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს.
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ავარია თბილისში (381 შემთხვევა, 39 დაღუპული, 482 დაშავებული) და აჭარაში (250 შემთხვევა, 17 დაღუპული, 442 დაშავებული) დარეგისტრირდა, ხოლო ყველაზე ცოტა — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (5 შემთხვევა).
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის პირველ ადგილზე მოხვევის მანევრია, რამაც 295 შემთხვევა გამოიწვია (48 დაღუპული, 458 დაშავებული).
ხშირ სავარაუდო მიზეზებში ასევე შედის:
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა: 255 შემთხვევა (34 დაღუპული, 551 დაშავებული);
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება: 212 შემთხვევა (57 დაღუპული, 356 დაშავებული);
დისტანციის დაუცველობა: 210 შემთხვევა (25 დაღუპული, 347 დაშავებული);
ქვეითის მიერ გადასასვლელის არასათანადო სარგებლობა: 185 შემთხვევა (11 დაღუპული, 57 დაშავებული);
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში: 88 შემთხვევა (18 დაღუპული, 129 დაშავებული).
მონაცემთა ჩამონათვალში ასევე ფიგურირებს საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა (68 შემთხვევა), შეჯახება დაბრკოლებაზე (61), გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა (40) და მობრუნების მანევრი (35).


































































