საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა ისევ თბილისში დაფიქსირდა.
მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში 471 შემთხვევა გამოვლინდა.
კითხვაზე თუ რას უკავშირდება თბილისში ვირუსის ასე გავრცელება, ენდელაძე პასუხობს:
„ეს უკავშირდება რეგულაციების არ დაცვას”.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია – 17477 ადამიანი, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია – 8060, გარდაცვლილია – 136.