15 ოქტომბერი – ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღის მიზანია ხელების დაბანის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და, აგრეთვე, ხელების დაბანის, როგორც დაავადებათა პრევენციის მარტივი, ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალების შესახებ ყურადღების გამახვილება.
ხელების ჰიგიენა ხელს უწყობს:
დიარეული დაავადებების შემთხვევების 23-40%-ით, ხოლო რესპირაციული შემთხვევების 16-21%-ით შემცირებას.
გახსოვდეთ, ხელების დაბანა მიკრობებისაგან თავის დაცვის ყველაზე მარტივი საშუალებაა.