როგორც 24tv.ua იუწყება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინაში ადრეც ეკავა სახელმწიფოებრივი თანამდებობები.
„ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის და საქართველოს ურთიერთობები დარჩეს სტრატეგიული და მეგობრული.
თუ ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან გადადგმული იქნება რაიმე მკვეთრი ნაბიჯები, რას ვიზამთ _ გადავიტანთ, შემდეგ კი ვეცდებით დაკარგულის აღდგენას“, _ თქვა კულებამ.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო საქართველომ საკუთარი ელჩი კონსულტაციების გამართვის მიზნით თბილისში გამოიწვია.