ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს სახიფათო ტერორისტებისთვის იარაღის მიყიდვაში და ირანოფობიის გავრცელებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„ამერიკის პრეზიდენტი ირანის მიმართ თავისი უსაფუძვლო პრეტენზიებით და ირანოფობიის გავრცელებით, კიდევ ერთხელ, ცდილობს წაახალისოს რეგიონის ქვეყნები იარაღის შეძენისკენ“,_აღნიშნული განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ბარმმა ქასემმა საუდის არაბეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც ცნობილია, ტრამპმა არაბულ და ისლამურ ლიდერებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ირანი ათწლეულების მანძილზე სექტანტებს შორის კონფლიქტს ამწვავებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საუდის არაბეთი და ირანი ახლო აღმოსავლეთში გავლენისთვის იბრძვიან სირიის, ლიბანის, ერაყისა და იმენენის , შესაბამისი პოლიტიკური თუ შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერით.
როგორც ცნობილია, ირანი უარყოფს საუდის არაბეთის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, ის რიადისში მტრულ ჯგუფებს სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას უგზავნის.
„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანი დემოკრატიული, სტაბილური და ძლიერი ქვეყანაა. ის ხელს უწყობს მშვიდობას, კეთილმეზობლობას და ჰქნის სამყაროს ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“,_აცხადებს ქასემი.
რაში ადანაშაულებს ირანი აშშ-ს