უბედური შემთხვევა მოხდა რაჭაში – “ქართული ხმების” სოლისტი ზურა ბაკურაძე შქმერში, ხევში გადაიჩეხა. შემთხვევას წინ უძღოდა გზის ჩავარდნა, ზურა ბაკურაძე ქვეითად გადაადგილდებოდა და გზის ჩავარდნის შემდეგ თავი ვერ შეიკავა.
ინფორმაცია “კურიერმა” გაავრცელა. “რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ონის პროზექტურაში გადაასვენებენ.